სერენა უილიამსი ისევ რეპერს ხვდება

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი რეპერ დრეიკს ხვდება. წყვილი ქალაქ ცინცინატის ერთ-ერთ რესტორანში რომანტიულ სიტუაციაში შეამჩნიეს.

33 წლის ჩოგბურთელისა და 28 წლის რეპერის ფოტო ინტერნეტ-გამოცემა TMZ-მა გამოაქვეყნა. წყვილმა ცალკე ოთახი შეუკვეთა ცინცინატის ტურნირზე სერენა უილიამსის გამარჯვების აღსანიშნავად.

როგორც TMZ წერს, სერენა და დრეიკი გარკვეული ხანი მარტონი იყვნენ, რის შემდეგაც, მათ ექვსი ადამიანი შეუერთდა.

წყაროს ვერსიით, სერენა უილიამსი და დრეიკი უკვე ხვდებოდნენ ერთმანეთს 2011 წელს, მაგრამ მაშინ, მათი რომანი გაყრით დასრულდა. ჩოგბურთელი იმ პერიოდში სხვადასხვა ინტერვიუში აღიარებდა, რომ ამ ურთიერთობამ
ბევრი ტანჯვა მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული