აშშ-ს ღია პირველობას სერენა უილიამსი და სტენ ვავრინკა მოიგებენ

AutoSharing Option
მოახლოებული ამერიკის ღია პირველობის წინ, ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა და საჩოგბურთო ექსპერტმა მატს ვილანდერმა მამაკაცთა და ქალთა ტურნირზე ფავორიტების შესახებ ილაპარაკა. შვედის აზრით, სტენ ვავრინკა მზად არის უფრო დიდი წარმატებების მისაღწევად.

"ცხადია, რომ ვავრინკას აქვს უნარი - ნებისმიერ საფარზე დაამარცხოს ნოვაკ ჯოკოვიჩი, ამიტომაც, ის ერთ-ერთია ოთხ ფავორიტთაგან. ჩემი აზრით, ვავრინკა ისეთივე ფავორიტია ამერიკის ღია პირველობის, როგორც ენდი მარეი და როჯერ ფედერერი.

ნადალზე კი რთულია ლაპარაკი. ხუთსეტიანი ფორმატი დაეხმარება რამდენიმე მატჩში, მაგრამ დიდი თამაშებში - ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ხოლო, თუ რაფას ცუდი
ბადეც შეხვდა, კიდევ უფრო გაუჭირდება.

ბოლო რამდენიმე წელია, ნადალის თამაშში ევოლუცია არ შეიმჩნეოდა. მას აქვს ამისთვის ტალანტი, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მოინდომებს ის უფრო ხშირად რისკზე წასვლას და, შესაძლოა, ზოგიერთ უფრო ნაკლებად ცნობილ მოთამაშეებთან წაგებას, რათა შემდეგ ძლიერები დაამარცხოს? უნდა მას ასეთ ცვლილებებზე წასვლა? ჩემთვის ეს საინტერესო საკითხია", - განაცხადა ვილანდერმა.

ასევე, შვედი დარწმუნებულია, რომ ტურნირის ქალთა ნაწილში არანაირი ინტრიგა არ არსებობს, სანამ იქ სერენა უილიამსი გამოდის.

"რაღაც მომენტში გიწევს იმის გაცნობიერება, რომ ებრძვი ქალთა ჩოგბურთში ყველაზე დომინანტ მოთამაშეს. და დიდი ალბათობით, ვერ მოიგებ შენს პირველ "დიდ სლემს" იქამდე, სანამ სერენა კორტზე რჩება.

რა ემართებათ ამ ახალგაზრდა მოთამაშეებს, როცა ისინი "დიდი სლემის" ტურნირებზე შორს გადიან? მათ საკუთარ თავზე ზეწოლა აქვთ, რადგან მიაჩნიათ, რომ შემდეგი ნაბიჯი - მოგებაა. ეს კი ასე არ არის.

ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან ზედმეტს ითხოვენ საკუთარი თავისგან. თუ შენ გადიხარ უიმბლდონის ფინალში, როგორც ეს მურუგუსამ გააკეთა, შემდეგი ნაბიჯი არ უნდა იყოს - "დიდი სლემის" ტურნირის მოგება. შემდეგი ნაბიჯი - პროგრესია, რათა მეტი შანსი გქონდეს სერენას წინააღმდეგ თამაშისას", - დარწმუნებულია ვილანდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული