სერბმა ანა ივანოვიჩმა პირველივე წრეში უხერხული მეტოქე მიიღო სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას სახით. მართალია, ეს ჩოგბურთელი, ახლა, TOP50-ის მიღმაა, მაგრამ ოთხიდან ორ მატჩში ჰყავდა დამარცხებული ივანოვიჩი. ციბულკოვამ 2015 წლის სეზონის სტარტზე ხუთი თვე გამოტოვა ტრავმის გამო და ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას. მაგალითად, გასულ კვირას, ნიუ ჰევენის ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ ბრძოლაში წააგო ლუსი საფაროვასთან.
პირველ ორ სეტში ჩოგბურთელები ერთმანეთს
ივანოვიჩის გარდა, წააგეს TOP10-ის წევრებმა - კაროლინა პლიშკოვამ და კარლა სუარეს-ნავარომ. ესპანელის მარცხში გასაკვირი არაფერია. კარლამ ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო და WTA-ის ანტირეკორდი დაამყარა პირველი ათეულის მოთამაშეებისთვის. საინტერესოა, რომ მან "აჯობა" ეჟენი ბუშარს, რომელიც ამ "რეკორდს" ამავე სეზონში ფლობდა. სუარეს-ნავარო ორ სეტში დამარცხდა მსოფლიოს 77-ე ნომერთან დენისა ალერტოვასთან - 1:6, 6:7(5).
პლიშკოვას ასეთი სერია არ აქვს, თუმცა ჩეხს ივნისის შემდეგ არ მოუგია TOP15-ის წარმომადგენლისთვის. კაროლინას ამ სეზონში WTA-ის ტურნირებზე ოთხი ფინალი და ერთი ტიტული აქვს, მაგრამ "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე მესამე რაუნდზე შორს ვერ გავიდა. სხვათა შორის, ჩეხი ნიუ იორკში US Open Series-ის გამარჯვებულის რანგში ჩავიდა, მაგრამ ამან ვერ უშველა ჩვენი ყოფილი თანამემამულის - ანა ტატიშვილის წინააღმდეგ.
გაამერიკელებულმა ქართველმა გაანადგურა ჩეხი - 6:2, 6:1. 51 წუთში, ტატიშვილმა ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, 15 "ვინერსი" შეასრულა და ძალიან ცოტა - 10 უნებლიე შეცდომა დაუშვა. საინტერესოა, რომ აქამდე, ანას არც ერთი მოგება არ ჰქონდა რეიტინგის TOP20-ის მოთამაშეებთან - 20 შეხვედრა და 20 მარცხი.
* * *
ქალთა ტურნირზე საყოველთაო ყურადღება, რა თქმა უნდა, სერენა უილიამსისკენ არის მიპყრობილი, რომელიც კალენდარულ "დიდ სლემს" უმიზნებს. მსოფლიო რეიტინგის ლიდერს პირველ შეხვედრაში იოლი გასეირნება გამოუვიდა - მხოლოდ 30 წუთი დაჰყო კორტზე რუსი ვიტალია დიატჩენკოს წინააღმდეგ.
სერენამ ზედიზედ რვა გეიმის აღებით დაიწყო მატჩი და 6:0, 2:0-ზე მისმა მეტოქემ ტრავმის გამო შეწყვიტა თამაში. აღსანიშნავია, რომ ამ რვა გეიმში ამერიკელმა მხოლოდ ხუთი გათამაშება წააგო.
დიატჩენკოს დამარცხებით, უმცროსმა უილიამსმა რამდენიმე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება შეძლო:
- აშშ-ის ღია პირველობაზე სერენას მოგებათა სერია 22 მატჩს შეადგენს;
- "დიდი სლემის" ტურნირებზე უილიამსის მოგებათა სერია 29 მატჩამდე ავიდა;
- ხოლო აშშ-ის საჰარდო ტურნირებზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი 45 მატჩია არ აგებს;
- და კიდევ. "დიდი სლემის" ტურნირების პირველ რაუნდებში სერენას 60 მოგება და ერთი წაგება აქვს. ერთადერთი მარცხი 2012 წლის როლან გაროსზე იყო ფრანგი ვირჟინ რაზანოსგან.
* * *
მას შემდეგ, რაც მარია შარაპოვამ უარი თქვა აშშ-ის ჩემპიონატში თამაშზე, ხოლო გუშინ რამდენიმე სენსაცია მოხდა, სერენას ყველაზე სახიფათო მეტოქედ ფინალამდე შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი ჩანს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ტორონტოს ტურნირზე მოუგო უილიამსს.
18 წლის ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობაზეც შესანიშნავი სტარტი აიღო - 57 წუთში გაანადგურა ბულგარელი სესილ კარატანჩევა - 6:1, 6:2.
ბენჩიჩი შარშან, აშშ-ის ღიაზე მეოთხედფინალამდე მივიდა, წელს კი ფაქტობრივად WTA-ის ვარსკვლავის რანგში გვევლინება. ამ სეზონში სერენას გარდა, მან ბუშარის, ვოზნიაცკის, ლისიცკის, ივანოვიჩის, ჰალეპის, კერბერისა და პენეტას დამარცხება მოასწრო.
ქალები
I წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვიტალია დიატჩენკო (რუს) 6:0, 2:0 უარი; კიკი ბერტენსი (ჰოლ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 3:6, 6:4, 6:2; ბეტანი მატეკი (აშშ)-კატერინა კოზლოვა (უკრ) 6:4, 6:3; კოკო ვანდევეგე (აშშ)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 29) 6:4, 6:3; მედისონ კისი (აშშ, 27)-კლარა კუკალოვა (ჩეხ) 6:2, 6:4; ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ)-ანდრეა მიტუ (რუმ) 7:6(4), 6:2; მაგდა ლინეტი (პოლ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 7:6(3), 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 15)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 6:2, 6:3; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 12)-სესილ კარატანჩევა (ბულ) 6:1, 6:2; მისაკი დოი (იაპ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:3, 6:3; ირინა ფალკონი (აშშ)-სამანტა კროუფორდი (აშშ) 6:4, 6:2;
ვინუს უილიამსი (აშშ, 23)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:4, 6:7(7), 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 31)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:4, 7:5; ანეტ კონტავეიტი (ესტ)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 7:5, 6:2; მედისონ ბრენგლი (აშშ)-სასაი ჟენგი (ჩინ) 6:2, 5:7, 7:5; ანა ტატიშვილი (აშშ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 8) 6:2, 6:1; დარია კასატკინა (რუს)-დარია გავრილოვა (ავსტრა) 6:2, 4:6, 7:5; ანა კონიუხი (ხორ)-ტატიანა მარია (გერ) 6:4, 6:4; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:2, 6:2; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 30) 6:3, 7:5;
ელინა სვიტოლინა (უკრ, 17)-ელიზავეტა კულიჩკოვა (რუს) 6:1, 6:4; კაია კანეპი (ესტ)-ანა-ლენა ფრიდსემი (გერ) 6:1, 6:1; ლორენ დევისი (აშშ)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 7:6(3), 7:6(0); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 13)-ტელიანა პერეირა (ბრა) 6:3, 6:3; დენისა ალერტოვა (ჩეხ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 10) 6:1, 7:6(5); რობერტა ვინჩი (იტა)-ვანია კინგი (აშშ) 6:4, 6:4; მარიანა დუკე-მარინო (კოლ)-სოფია კენინი (აშშ) 6:3, 6:1; ოსეან დოდენი (საფ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 21) 2:6, 7:5, 6:3; ეჟენი ბუშარი (კან, 25)-ელისონ რისკე (აშშ) 6:4, 6:3; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-ზარინა დიასი (ყაზ) 6:2, 7:5; ჯესიკა პეგულა(აშშ)-ელისონ ვან უიტვანკი (ბელ) 7:5, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 7) 6:3, 3:6, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"