იტალიელს ეჟენი ბუშართან უნდა ეთამაშა, მაგრამ კანადელი ტრავმის გამო არ გავიდა კორტზე. მლადენოვიჩს უფრო რთული გზა ჰქონდა - მას სამი რუსი ჩოგბურთელის დამარცხება მოუწია, მათ შორის, TOP10-ის წევრის ეკატერინა მაკაროვასი.
პირველი სეტი უკეთ ვინჩიმ დაიწყო - 3:0 დაწინაურდა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. მლადენოვიჩი, რომელიც კარიერაში პირველად თამაშობდა "დიდი
ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, უფრო ზუსტად მარათონულმა მეცხრე გეიმმა, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა. ვინჩიმ შეძლო ბრეიკის შესრულება და შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა, რამაც კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ნახევარფინალი მოუტანა.
* * *
სერენა უილიამსს ორი ნაბიჯიღა დარჩა ისტორიულ მიღწევამდე - კალენდარულ "დიდ სლემამდე". ნახევარფინალში გასასვლელად მას კარიერაში ყველაზე რთული მეტოქის, უფროსი დის ვინუსის დამარცხება სჭირდებოდა, რომელთანაც 25 მატჩში 11-ჯერ ჰქონდა წაგებული. ბოლოს მათ წლევანდელ უიმბლდონზე ითამაშეს და სერენამ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო, სულ კი ბოლო შვიდი მატჩში ექვსჯერ ჰყავდა დამარცხებული ვინუსი.
პირველი გათამაშებებიდან უფროსი უილიამსი სწრაფად და აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ მეტოქეს ვერაფერი დააკლო. ამ სწრაფ ჩოგბურთში სერენა უკეთ გამოიყურებოდა - მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა და 15 "ვინერსი" ჰქონდა. ამან პირველ სეტში იოლი გამარჯვება მოიტანა - 6:2.
მაგრამ, მეორე სეტში სერენას რაღაც დაემართა. მან გაუმართლებელი შეცდომების დაშვება დაიწყო და ვინუსის პასუხმაც არ დააყოვნა - 1:1-ზე მან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და ერთი საათის შემდეგ, სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.
სერენას სასწრაფოდ სჭირდებოდა კონცენტრაცია. ამ მხრივ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მესამე სეტის პირველ გეიმში შესრულებული ორი ეისი. ამას მოჰყვა მეორე გეიმში შესრულებული ბრეიკი - 2:0.
მესამე სეტში უმცროსი უილიამსი ბრწყინვალედ აწვდიდა - რვა ეისი შესრულა და მხოლოდ ოთხი ქულა დათმო პირველ მოწოდებაზე. ასე რომ, ვინუსს მიღებაზე თითქმის არ ჰქონია შანსი - 6:2, 1:6, 6:3.
ქალები
1/4 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვინუს უილიამსი (აშშ, 23) 6:2, 1:6, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:3, 5:7, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"