აშშ-ის ღია პირველობა: რობერტა ვინჩიმ სერენა უილიამსი გააწბილა

AutoSharing Option
აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში იტალიელმა ჩოგბურთელმა რობერტა ვინჩიმ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი დაამარცხა ()2:6, 6:4, 6:4 და ფინალში გავიდა.

ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრას რობერტა 12 სექტემბერს, თავის თანამემამულე ფლავია პენეტასთან გამართავს, რომელმაც მანამდე ნახევარფინალში სიმონა ჰალეპს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ სერენამ წელს გაიმარჯვა დიდი სლემის სამ ტურნირზე - ავსტრალიის ღიაზე, როლან გაროსსა და უიმბლდონზე, მაგრამ კალენდარული "დიდი სლემის" მოგება ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, გერმანელი შტეფი გრაფი რჩება ერთადერთ ქალ ჩოგბურთელად, ვინც ეს შეძლო.

"მომიტევეთ პატივცემულო გულშემატკივრებო. ვიცი, რაც გსურდათ, მაგრამ დღეს
ჩემი დღე იყო. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია! ვიფიქრებდი, რომ სერენას დავამარცხებდი? არა. უბრალოდ, მინდოდა გამოვსულიყავი კორტზე და სიამოვნება მიმეღო. ვცდილობდი ისე მეთამაშა, თითქოს მეტოქედ სერენა არ მყავდა", - აღნიშნა გამარჯვების შემდეგ რობერტა ვინჩიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შტეფი გრაფი არ არის ერთადერთი ქალი, ვისაც დიდი სლემი მოუგია. რუსული საიტებიდან სანამ სისულელეს გადმოწერდეთ, გადაამოწმეთ მაინც. პირველი მორინ კონოლი იყო 1953 წელს, მეორე - მარგარეტ სმით-კორტი 1970-ში, მესამე იყო გრაფი 1988 წელს.
Teimuraz
22:02 12-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული