ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ ჩიმკენტის ტურნირი მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
ჩიმკენტში ჩოგბურთელ ვაჟთა 15000-იან ტურნირში წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა.

მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა მასპინძელი არშან არაშოვი დაამარცხა - 6:0, 6:1 და მეორე წრეში ყაზახი ჟანსულთან ჩემბოტაიევის (ყაზახეთი) მძლეველ (6:0, 6:3) ტიმურ კიუამოვს (რუსეთი) შეხვდება.

გიორგი ცივაძემ ოდილ აკრამოვს (უზბეკეთი) აჯობა - 6:4, 6:4 და მერვედფინალში მესამე ნომერ ივან გახოვთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა რომან ხარანოვი (ყაზახეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2.

წყვილებში მეტრეველი ივან გახოვთანაა შეამხანაგებული. სტარტზე მათ ტიმურ კიუამოვსა და ტიმურ რაზმატოვს (ორივე
-რუსეთი) მოუგეს სამ სეტში - 7:5, 3:6, 10:7. მეოთხედფინალში ქართულ-რუსული დუეტის მეტოქე იქნება საგადათ აიარისა (ყაზახეთი) და პაველ ცოის (უზბეკეთი) დუეტი, რომელმაც მასპინძლები - ევგენი დანილოვი და დოსტანბეკ ტაშბულატოვი გაგზავნა ტრიბუნებზე - 6:3, 6:2.

გიორგი ცივაძემ ბელორუს იაჰორ იაციკთან ერთად ალექსეი ფილენკოვი (რუსეთი) და აბდუვორის საიტმუხამედოვი (უზბეკეთი) დაჯაბნა - 6:4, 6:4. მომდევნო ეტაპზე ცივაძესა და იაციკს მეოთხე ნომრად განთესილი პაველ ფილინისა და იარასლაუ შილას (ორივე-ბელორუსი) ტანდემი გაუწევს მეტოქეობას.

შეგახსენებთ, რომ ჩიმკენტშივე ქალთა 10.000-იან ტურნირში ასპარეზობენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. როგორც ვწერდით, მათ როგორც ერთეულებში, ისე წყვილებში პირველი წრე იოლად გადალახეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული