სერენა უილიამსის დიდი გეგმები

AutoSharing Option
ქალთა კლასიფიკაციის პირველი ნომრის სერენა უილიამსის მწვრთნელმა პატრიკ მურატოგლუმ ფრანგული "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკელი ჩოგბურთელის უახლოეს გეგმებსა და მომავალი წლის სეზონის მიზნებზე ილაპარაკა.

"თავიდანვე ვიტყვი: არანაირი ოპერაცია არ იქნება. მხოლოდ დასვენება. სავარჯიშო პროცესი ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ განახლდება. 2016 წლის სეზონისთვის უფრო მსუბუქ განრიგს შევადგენთ, რადგან ოლიმპიადის ჩათვლით, "დიდი სლემის" არა ოთხი, არამედ ხუთი ტურნირი გაიმართება. საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ტურნირზე გამოვალთ.

აშშ-ის ღია პირველობაზე წაგების შემდეგ, სერენას მოტივაცია არ დაუკარგავს. დიახ, იყო რეაქცია, იყო ნერვები, მაგრამ არა მოტივაციის დაქვეითება.
ახლა, ის ცდილობს ფიზიკური პრობლემების გადალახვას, რათა მომავალი წელი ჩავარდნების გარეშე ჩაატაროს.

ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მკაფიო მიზნები დავისახეთ - შტეფი გრაფის რეკორდის გაუმჯობესება, შემდეგ "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგება. ეს ვერ შევძელით 2015 წელს, ასე რომ, 2016 წელს ყველაფერს თავიდან დავიწყებთ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული