სერენა უილიამსის ბოიფრენდი რეპერი დრეიკია?

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა და ცნობილმა რეპერმა დრეიკმა უარყვეს პრესაში გავრცელებული ჭორები ნიშნობის შესახებ.

"სერენა და დრეიკი დანიშნულები არ არიან. მათ, უბრალოდ, ძველი მეგობრობა აკავშირებთ", - წერია უილიამსის პრეს-სამსახურის სპეციალურ განცხადებაში.

ჭორები ჩოგბურთელისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელს შორის რომანის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილი ცინცინატის რესტორანში შენიშნეს, ხოლო მითქმა-მოთქმამ პიკს მიაღწია მაშინ, როცა დრეიკი ამერიკის ღია პირველობაზე, სერენას მატჩებისას, ჩოგბურთელის ბოქსში შეამჩნიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული