ფინალამდე კი ჟო-ვილფრიდ ცონგამ მიაღწია. ამით ფრანგი "ჩემპიონთა რბოლაში" მეცხრე ადგილზე გადავიდა. და სწორედ ის გახლავთ მერვე პოზიციაზე მყოფი დავიდ ფერერის მთავარი მდევარი. თუმცა ესპანელის უპირატესობა თითქმის 1000 ქულას შეადგენს, ასე რომ, ლონდონში მოხვედრისთვის ბრძოლას ინტრიგა პრაქტიკულად არ გააჩნია. სხვათა შორის, გასულ კვირას ოფიციალურად საგზურები გაიფორმეს რაფაელ ნადალმა და ტომაშ ბერდიხმა.
ასე რომ, უკვე გარკვეულია ექვსი მონაწილე - ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი
ფინალში გასვლამ ცონგას საშუალება მისცა ATP-ის კლასიფიკაციაში ხუთი ადგილით მაღლა ასულიყო და მეათე პოზიციაზე დამკვიდრებულიყო. ათეულში ერთი კვირა ყოფნის შემდეგ, იქიდან გამოვარდა კევინ ანდერსონი. მაგრამ რეიტინგში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ სამხრეთაფრიკელს კიდევ ექნება ელიტაში დაბრუნების შანსი. ბერნარდ ტომიჩმა რამდენიმე კარგი მოგებით დაგვამახსოვრა თავი, რითაც პირადი რეკორდი განაახლა - მე-18 ადგილზე გადავიდა.
ფედერერისა და მარეის ბრძოლა მეორე ადგილისთვის ძალიან მალე დასრულდა, რადგან როჯერმა უკვე სასტარტო მატჩში წააგო ალბერტ რამოსთან. ენდიმ კი ნახევარფინალამდე მიაღწია და გარკვეული მანძილით გაექცა შვეიცარიელს.
* * *
რაც შეეხება ამ კვირას, სერენა უილიამსი დაკარგავს 1340 ქულას და მისი რეიტინგი 10 ათას ქულაზე ქვემოთ ჩამოვა, მაგრამ სხვაობა კონკურენტებთან მაინც დიდი იქნება. 370 ქულა დააკლდება მარია შარაპოვას და შესაბამისად, წინ გაუშვებს გარბინ მუგურუსას. ესპანელი კარიერაში პირველად გახდება მესამე ჩოგანი.
ბევრს დაკარგავენ ანა ივანოვიჩი და კაროლინ ვოზნიაცკი. ორივენი ხუთი საფეხურით დაეშვებიან ქვემოთ და მეორე ათეულის ბოლოში აღმოჩნდებიან. თუ მოსკოვში ფლავია პენეტა ნახევარფინალში გააღწევს, მას ექნება შანსი კარიერაში პირველად შევიდეს ტოპ-ხუთეულში.
მამაკაცებს ქულები გამოაკლდებათ ბაზელისა და ვალენსიას ტურნირებისთვის. 500-500 ქულას დაკარგავენ ფედერერი და მარეი. 300 ქულა ჩამოაკლდებათ დავიდ გოფენსა და ტომი რობრედოს. ამ კვირას ისინი არ თამაშობენ, მაგრამ თუ გოფენი მხოლოდ ორ პოზიციას დაკარგავს, რობერდო ერთბაშად ათი ადგილით დაეშვება ქვემოთ.
გარდა ამისა, ამ კვირას გაგრძელდება ბრძოლა ტოპ-ათეულისთვის ცონგასა და ანდერსონს შორის. ორივენი ვენაში თამაშობენ. მათ ბრძოლაში შეიძლება ჩაერიონ რიშარ გასკე და ჯონ ისნერი.
ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 785
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 750
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 430
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 630
5(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 840
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 705
7(7). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 330
8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 805
9(9). მილოშ რაონიჩი (კან) 2 820
10(15). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 590
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"