ალექსანდრე მეტრეველი ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც პირველ ნომრადაა განთესილი ალექსანდრე მეტრეველი.

გუშინ, 5 ნოემბერს, მეორე წრეში იგი ბელგიელ ბანჟამინ დოეს დაუპირისპირდა, ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით - 6:3, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ავსტრიელი დომინიკ ვეიდინგერის მძლეველ (1:6, 6:2, 7:6) ვასილ ანტონესკუს (რუმინეთი) შეხვდება.

დანარჩენი ჩოგბურთელები მეოთხედფინალში ასე დაწყვილდნენ: დუშან ლოიდა (ჩეხეთი)-გიბრილ დიარა (ავსტრია), მაჩეია რაისკი (პოლონეთი)-ვადიმ ალექსეენკო (უკრაინა), სანჯარ ფაიზიევი (უზბეკეთი)-ტომისლავ ბრკიჩი (ბოსნია).

ალექსანდრე მეტრეველი ბელორუს იაროსლაუ შილასთან ერთად წყვილებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იყო, მაგრამ
მეოთხედფინალში ვადიმ ალექსეენკო (უკრაინა)-რომან ხასანოვის (ყაზახეთი) დუეტს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამ სეტში 6:3, 5:7, 6:10 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული