ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია სეზონს ანტალიის ტურნირით ხსნიან

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელებს 2016 წელს დაძაბული სეზონი ელით, როგორც უფროსებს, ისე - ახალგაზრდებს. ჩვენებურთაგან პაექრობებში პირველები ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ჩაებმებიან - ისინი ანტალიით (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) იწყებენ.

დღეს მე-4 ნომრად განთესილი გორგოძე ავსტრიელ ივანა ჰორვატს დაუპირისპირდება, ხოლო მეხუთე ნომერი ქვაცაბაია რუს მარია ზოტოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ქვაცაბაია და გორგოძე რეიტინგფავორიტები არიან. ისინი პირველ წრეში მასპინძლებს - მუაზეზ დემირჩისა და ესან კოკჩეს შეხვდებიან.

შარშან,  წლის მიწურულს გორგოძემ ანტალიაში 10.000-იანი ტურნირის ფინალში თურქ აილა აქსუს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.
იქ აღებულმა ქულებმა მსოფლიო კლასიფიკაციაში 19 საფეხურით დააწინაურა.

საერთოდ კი, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ქართველთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები. 231 (222). სოფიო შაფათავა (216), 352 (371). ეკატერინე გორგოძე (109), 380 (380). სოფიო ქვაცაბაია (97), 469 (471). მარიამ ბოლქვაძე (63), 657 (657). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 775 (776). თინათინ ყავლაშვილი (20), 1104 (1104). თამარ ჭალაგანიძე (7), 1210 (1211). ანა შანიძე (4).
წყვილები. 70 (70). კალაშნიკოვა (1080), 138 (138). შაფათავა (492), 190 (189). გორგოძე (349), 360 (359). ქვაცაბაია (141), 678 (677). ბოლქვაძე (45), 780 (779). ყავლაშვილი (30), 1112 (1111). ახალკაცი (11), 1112 (1111). შანიძე (11), 1183 (1186). ჭალაგანიძე (9).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს მე-2 და მე-3 ჩოგნებს თვალ-ყურს ვადევნებ და 10000-იან ტურნირებს ვერ ასცდნენ, რა რეიტინგი უნდა მოაგროვონ მსგავს საპრიზო ფონდიან ტურნირებში გამოსვლით, ვერ გამიგია.:)
dato
22:30 05-01-2016
0

სიახლეები პოპულარული