გუშინ, 19 იანვარს, მესამე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ ჩიარა გრიმი (შვეიცარია) დაამარცხა - 6:1, 7:5 და მერვედფინალში იულია კულიკოვასა (რუსეთი) და კაროლინ ილოვსკას (ავსტრია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წყვილებში ქვაცაბაია ეკატერინა წიკლაურთან (რუსეთი) ერთად გამოდის. სტარტზე ქართულ-რუსულმა დუეტმა სევენ ორალსა (თურქეთი) და ანა შეპიტას (რუსეთი) აჯობა - 6:4, 6:1 და მეოთხედფინალში მესამე ნომერ აგნეს ბუკტას (უნგრეთი)
უნგრულ-ბულგარულმა ტანდემმა ქემრე ანილი (თურქეთი) და იეშა ჰოლტონი (აშშ) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4.
თურქული ტურნირის ერთეულთა თანრიგში დღეს ჩაებმება წინა შეჯიბრების გამარჯვებული ეკატერინე გორგოძე, რომელსაც განთესვით მეორე ნომერი აქვს. ჩვენებური გერმანელ იანა მორდერგერთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
აქტობეში (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ვაჟთა 25.000-იანი ტურნირის სტარტზე გიორგი ცივაძემ ილია ვუჩიჩს (სერბეთი) მოუგო - 6:2, 6:3. მეორე წრეში რუსი ანტონ ზაიცევის მძლეველ (6:4, 6:3) ივან ბელიცას (სერბეთი) შეხვდება. გიორგი ჯავახიშვილი მასპინძელ რომან ხასანოვს დანებდა - 2:6, 3:6.
წყვილებში ცივაძე და ჯავახიშვილი მეოთხედფინალში ინდოელ ძმებს - ჩანდრილ და ლაქშით სოოდებს გაეჯიბრებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"