- აპრილში ორი წელი ხდება, რაც აშშ-ის სახელით ასპარეზობ. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში?
- დოკუმენტაციის მხრივ არაფერი - როგორც კი აშშ-ის პასპორტი მივიღე, მაშინვე შევიტანე განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე და ახლა ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ასპარეზობებისთვის მზადებაში აშშ-ის ნაკრების მწვრთნელებიც მეხმარებიან და ფიზიკური მომზადების სპეციალისტებიც. მამაც ძველებურად მიდგას გვერდში, მაგრამ რაც მთავარია, როგორც ჩოგბურთელი, უპატრონოდ აღარ
- მაშინ თქვი, რომ სხვა გზა არ გქონდა - ჩოგბურთი სპორტის ძვირად ღირებული სახეობაა, ტრავმების ასარიდებლად და ოსტატობის მუდმივი სრულყოფისთვის ჩოგბურთელს კარგი სავარჯიშო პირობები, მწვრთნელები, სპარინგი სჭირდება, ძალიან ძნელია, როცა წინსვლა გინდა, მაგრამ მხარდაჭერას არ გრძნობ და 24 წლის ასაკში ერთ ადგილზე ხარ გაჩერებულიო...
- ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და მჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც ფორმის აღდგენაში დამეხმარებოდა. საქართველოში არც ერთი დაპირება არ შემისრულეს და რაღაცას თუ არ შევცვლიდი, არათუ ასეულში, 200 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ყოფნაც გამიჭირდებოდა.
შარშანაც ტრავმებმა ბევრი დრო დამაკარგვინა, მაგრამ აქაური მწვრთნელები ყველაფერში მეხმარებიან. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი, თორემ, ვიმეორებ, სხვა თანხა არასდროს მომითხოვია...
- ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან თუ გქონია ურთიერთობა?
- ხანდახან ლალი ზერეკიძეს ვეხმიანები ხოლმე, ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან კი არც მანამდე მქონია ურთიერთობა და ახლა - მით უმეტეს...
- WTA-ს (ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) რეიტინგში ახლა მე-100 პოზიციაზე ხარ. რას ელის ანა ტატიშვილი 2016 წლისგან?
- მთავარია, ჯანმრთელი ვიყო, ვიმუშაო და რეიტინგში წინსვლაც თავისთავად მოვა! არ მაქვს კონკრეტული მიზანი, რომ წელი აუცილებლად 50-ე პოზიციაზე უნდა დავასრულო, ესა და ეს ტურნირი მოვიგო და ა.შ. თუმცა, ნამდვილად არ ვიტყვი უარს, თუ წლის ბოლოს მინიმუმ თოპ-50-ში ვიქნები!
- თბილისი არ გენატრება?
- თბილისი ისე მიყვარს, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, საქართველოში მოვრბივარ! ბოლოს, შარშან ნოემბერში ვიყავი - სეზონი დასრულდა თუ არა, მაშინვე საქართველოში გამოვფრინდი და რვა დღე თბილისში გავატარე.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge