4 თებერვალს, ჩვენს ჯგუფში დიდი ბრიტანეთის ჩოგბურთელებმა სამხრეთაფრიკელებს მშრალი ანგარიშით - 3:0 სძლიეს (შავი კონტინენტის წარმომადგენლებმა ქართველებთანაც 0:3 წააგეს). კუნძულელთა ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს გუნდმა პირველ ზონაში ადგილი დაიბევა.
დღეს, 5 თებერვალს, ჩვენები ბრიტანელებს შეხვდებიან. წარმატების შემთხვევაში პირველ ადგილს დაიკავებენ და მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფის ორი საგზურისთვის D ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. აქ
B ჯგუფი. დიდი ბრიტანეთი-1 მოგება (სეტები: 3-0), საქართველო-1 (3-0), სამხრეთი აფრიკა-0 (0-6).
D ჯგუფი. ბელგია-2 (6-), ბულგარეთი-2 (4-2), უნგრეთი-0 (1-5), ლატვია-0 (1-5).
ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები პირველ ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"