ამა წლის თებერვლიდან მოყოლებული, მარია გახდა კერძო თვითმფრინავების ბრენდის NetJets-ის ელჩი.
"უკვე დიდი ხანია, კერძოდ, 2004 წლიდან ვსარგებლობ NetJets-ის მომსახურებით, - განაცხადა მარიამ. - შესანიშნავია, როცა ასეთი ბრწყინვალე კომპანიის სახე ხდები".
"ჩათვალეთ, რომ ეისი ჩავაწოდეთ, - თქვა NetJets-ის ვიცე პრეზიდენტმა პეტ გალაჰერმა. - მარია - უდიდესი სპორტსმენი, ბიზნესის მფლობელი და ფილანტროპია. მასთან მუშაობა - დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, რადგან ის
ზედიზედ რამდენიმე წელია, მარიას აღიარებენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ სპორტსმენად. NetJets მეცხრე მსხვილი სპონსორია რუსი ჩოგბურთელისთვის. თვითმფრინავების გარდა, შარაპოვა რეკლამას უკეთებს Nike-ს (სპორტული ტანსაცმელი), TAG Heuer-ს (საათები), Head-ს (საჩოგბურთო ეკიპირება), Evian-ს (სასმელი წყალი), Porsche-ს (ავტომობილები), Avon-ს (კოსმეტიკა), Supergoop!-სა (კოსმეტიკა) და American Express-ს (საგადასახადო სისტემა).
გარდა ამისა, მარიას აქვს ტკბილეულობის საკუთარი ბრენდი Sugarpova. ამ კომპანიას ჩოგბურთელის დედა - ელენა შარაპოვა ხელმძღვანელობს.
ჩამოთვლილი კონტრაქტებიდან ყველაზე ძვირადღირებულია - 2010 წელს Nike-თან გაფორმებული რვაწლიანი ხელშეკრულება. მის სანაცვლოდ, შარაპოვამ 70 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Porsche-თან კონტრაქტს, მარიასთვის ყოველ წელს 2 მილიონი დოლარი მოაქვს.
ჟურნალ "ფორბსის" დათვლით, 2015 წელს შარაპოვას საერთო შემოსავალმა 30 მილიონს გადააჭარბა.
* * *
ამასობაში, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარტინა ჰინგისმა შარაპოვასა და ანა კურნიკოვას შედარება სცადა.
"მათი შედარება რთულია. ანა უნიკალური იყო, განუმეორებელი. დაახლოებით ისეთი, როგორიც კურდღელია ელემენტების ცნობილ რეკლამაში. სწორედ ამის გამო მომწონს ის. ბრწყინვალე ურთიერთობები გვქონდა და დღესაც ასეა.
ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩოგბურთელი-მოდელი გახდა. მისი ფოტოები მოდის ჟურნალებში ჩნდებოდა. მან ბევრ მოთამაშეს მისცა მაგალითი.
რაც შეეხება მარიას, ის ანას მიმდევარია. მისი და ბევრის სურვილი იყო, ისეთები ყოფილიყვნენ, როგორიც კურნიკოვაა", - განაცხადა შვეიცარიელმა ლეგენდამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"