"რაც უნდა მოხდეს, საქართველოს ნაკრებში აუცილებლად ვითამაშებ"

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები
შარშან საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრებმა დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მესამე ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას, ესტონეთს სძლია და მეორე ჯგუფში გადაინაცვლა. აქ კი წლეულს 16 გუნდი იბრძოლებს ზედა ეშელონის 2 საგზურისთვის. პირველ წრეში რვა წყვილი დაუპირისპირდება ერთმანეთს: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთი აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელორუსი, ზიმბაბვე-ფინეთი.

4-6 მარტს საქართველოს ნაკრები თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში დანიის გუნდს დაუპირისპირდება. მასპინძლები ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი და ირაკლი მეტრეველი (კაპიტანია ვლადიმერ გაბრიჩიძე). ამ მატჩში უნდა
ეასპარეზა ალექსანდრე მეტრეველს, მაგრამ მან ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.

რატომ? ამას მისი წერილიდან შეიტყობთ, რომელიც გუშინ თავის "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:

გუშინვე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ალექსანდრე მეტრეველს წერილითვე უპასუხა:

წამოჭრილ პრობლემასა და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით გუშინ თავადვე ვეწვიე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას და ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველს, ნაკრების წევრებს - გიორგი ცივაძესა და გიორგი ჯავახიშვილს ვესაუბრე.

Sportall.Geალექსანდრე მეტრეველი:
- მონდომებით ვემზადებით დევისის თასისთვის. ახალ სპორტის სასახლეში ხელოვნური საფარი იგება, ნაკრების წევრები - გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი თბილისში ვარჯიშობენ. 23 თებერვალს დუბაიდან დაბრუნდება ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ძლიერი მეტოქე გვყავს - დანიის ნაკრები, რომელიც შარშან პირველი ჯგუფიდან ჩამოქვეითდა. გულშემატკივრების თანადგომის იმედიც გვაქვს.

წარმატების შემთხვევაში ივლისის შუა რიცხვებში ზიმბაბვე-ფინეთს შორის გამარჯვებულს ვუმასპინძლებთ.

- ალექსანდრე მეტრეველის უარზე რას იტყვით?
- ეს მისი ნებაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს ყველა უნდა ესწრაფვოდეს, მით უმეტეს, როცა შენს ქვეყანაში ტარდება ასეთი ღონისძიება.

დევისის თასისთვის მოსამზადებლად ნაკრებს სპორტის სამინისტრომ 100.000, ხოლო ოლიმპიურმა კომიტეტმა 50.000 ლარი გამოჰყო.

მეტრეველის ღია წერილს ოფიციალური პასუხი გავეცით, ამიტომ ამ საკითხზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.

გიორგი ცივაძე:
"დასანანია, რომ სანდრო მეტრეველსა და ფედერაციას შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. ნაკრების დანარჩენი წევრები აქტიურად ვემზადებით დანიასთან მატჩისთვის. წარმატებისთვის თავს არ დავზოგავთ. მით უმეტეს, ოთხშაბათიდან ნიკა ბასილაშვილიც ჩვენთან ერთად იქნება".

გიორგი ჯავახიშვილი:
"რამდენი ხანია, ერთად ვვარჯიშობთ და მოუთმენლად ველით დანიასთან მატჩს. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და, რაც უნდა მოხდეს, საქართველოს ნაკრებში აუცილებლად ვითამაშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯავახიშვილო , შჰენს პატრიოტიზმს თუ ფედერაციასთან გარიგებაში და ატკატებში გულისხმობ , ეგ შენ ნამუსზე იყოს. და თუ პატრიოტიზმზე Fიქრობ უნდა გამოხვიდე და სიმართლე თქვა თორემ ჩაივლის დევისის თასი და შენნაირი ტაშის დამკვრელები აღარავის გაახსენდება.. ....
gia67
13:36 23-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული