კურიტიბას ტურნირის ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძე და სოფიო შაფათავა ითამაშებენ

AutoSharing Option
ბრაზილიურ კურიტიბაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ პაექრობაში ეკატერინე გორგოძემ მასპინძელ ნატალი კურტას აჯობა - 6:3, 6:0 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც სტარტზე ასევე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ფერნანდა ბრიტოს (ჩილე) შეხვდება.

წარმატების შემთხვევაში გორგოძე იტალიელ მარტინა კარეგაროს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ იზაბელა მირო (ბრაზილია) დაჯაბნა - 6:0, 6:0.

მეექვსე ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა უსუე არკონადასთან (აშშ) გაარკვევს ურთიერთობას.

კურიტიბას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა სოფიო ქვაცაბაიაც. მან პირველი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ გუშინ
უკრაინელ სოფია კოვალეცთან ვერაფერს გახდა - 2:6, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
ბაქოში ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში ერთმანეთს ქართველები - გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი დაუპირისპირდნენ. ორ სეტში გაიმარჯვა ცივაძემ - 6:4, 6:4 და მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილ ევგენი ტიურნევთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა გუშინ თანამემამულე ფიოდრ ჩერვიაკოვი გაისტუმრა მაყურებლებში - 6:4, 6:2.

წყვილებში ცივაძე და ყაზახი საქადათ აიარი სტარტზე ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ალექსანდრ იგოშინსა და იან საბანინთან (ორივე-რუსეთი) დამარცხდნენ - 4:6, 6:7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული