პირველ წრეში მეტოქედ ჰყავდა მე-6 ნომრად განთესილი ჩეხი ტერეზა შმიტკოვა, რომელსაც პირველი სეტი მშრალად მოუგო - 6:0. ეტყობა, ჩვენებური ამგვარმა წარმატებამ მოადუნა და მეორე ხელი მოულოდნელად 3:6 დათმო. მესამე გადამწყვეტი სეტი დაძაბული გამოდგა და შაფათავამ მხოლოდ ტაი ბრეიკში აჯობა შმიტკოვას - 7:6.
მერვედფინალში იგი რუსებს - ალექსანდრა პანოვას და მარინა მელნიკოვას შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
წყვილებში შაფათავა და კორნელია ლისტერი (შვედეთი) რეიტინგფავორიტებს - ჯოსელინ რაეს და ანა შმიტს (ორივე-დიდი ბრიტანეთი)
* * *
ანა შანიძე ანტალიაში იმყოფება და იქაურ 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდის ძალებს. პირველ წრეში გერმანელ ლინდა პრენკოვიჩთან მიღწეული წარმატების შემდეგ, გუშინ კორეელ იუ ჟინ ანის სძლია - 2:6, 6:4, 6:3 და ძირითად ბადეში მოსახვედრად ემილი არბუჩნოტთან (დიდი ბრიტანეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
წყვილებში ჩვენებური ვასილისა აფანასენკოს (რუსეთი) შეუამხანაგდა და სტარტზე დაიანა ნეგრეანუს (რუმინეთი) და კაროლინე რომეოს (საფრანგეთი) ეთამაშება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"