29 მარტს, ქართულ-სლოვენიურმა დუეტმა დაძაბულ პაექრობაში აჯობა ელენა კადარისა (რუმინეთი) და ბრენდა ნიუკის (შვედეთი) ტანდემს - 7:5, 7:6 და მეოთხედფინალში ანა მარია პროკაჩისა (იტალია) და ალექსანდრა ვალტერსის (ავსტრალია) წყვილთან გაარკვევს ურთიერთობას.
ანამ და ალექსანდრამ გუშინ მარია ჩანი (შვედეთი) და ფაბიან შმიდტი (გერმანია) ჩამოიშორეს გზიდან.
ერთეულებში ბოლქვაძეს განთესვით მე-5 ნომერი აქვს. სტარტზე იგი უკრაინელ ვერონიკა სტოტიკას შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მეტოქეობას გაუწევს რუს
* * *
საფრანგეთში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) სოფიო შაფათავამ ერთეულებში მეხუთე ნომრად განთესილი ჩეხი ტერეზა შმიტკოვა დაამარცხა (6:0, 3:6, 7:6), გუშინ კი წყვილებში შვედ კორნელია ლისტერთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ჯოსელინ რეისა და ანა სმიტთან (ორივე-დიდი ბრიტანეთი) ვერაფერს გახდა - 3:6, 1:6 წააგო. * * *
ანტალიურ ტურნირს (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) დაემშვიდობა ანა შანიძე. ერთეულებში საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორთაბრძოლა ემილი არბუჩნოტთან (დიდი ბრიტანეთი) დათმო - 1:6, 0:6. წყვილებში შანიძე და ვასილისა აპონასენკო (რუსეთი) დიანა ნეგრეანუსა (რუმინეთი) და კაროლინა რომეროსთან დამარცხდნენ - 2:6, 6:7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"