მარიამ ბოლქვაძის დუბლი შარმ ელ შეიხის ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში

AutoSharing Option
თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით ითამაშა ეგვიპტეში შარმ ელ შეიხის ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

ერთეულთა თანრიგში მეხუთე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ზედიზედ სძლია ვერონიკა სტოტიკასა (უკრაინა, 6:3, 6:4) და ვალერია პოგრებნიაკს (რუსეთი, 6:2, 6:0). მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ნასტია კოლარის (სლოვენია) დაუპირისპირდა, რომელთან ერთადაც წყვილებშიც ცდიდა ძალებს. ბოლქვაძემ კლასიფიკაციაში მასზე წინ მდგარ მეტოქეს იოლად აჯობა - 6:1, 6:4. შემდეგ რუსი მარგარიტა სკრიაბინა ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1 და ფინალში გავიდა.

3 აპრილს გადამწყვეტ პაექრობაში მარიამმა სოფია ჟუკი (რუსეთი) დაჯაბნა - 6:3, 7:5 და
მთავარი პრიზი მოიპოვა.

წყვილებში ბოლქვაძესა და კოლარს განთესვით მეორე ნომერი ჰქონდათ. სტარტზე მათ ელენა-თეოდორა კადარი (რუმინეთი) და ბრენდა ნიუკი (შვედეთი) დაამარცხეს - 7:5, 7:6, შემდეგ მათ გზას გაუყენეს ანა მარია პროკაჩი (იტალია), ალექსანდრა ვალტერსი (ავსტრალია) - 6:0, 6:2 და მელისა იფიძენი, მარგარიტა სკრიაბინა (ორივე-რუსეთი) - 6:3, 6:4.

ფინალურ ორთაბრძოლაში მარიამმა და ნასტიამ ოლექსანდრა კორაშვილი (უკრაინა)-მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) დუეტი დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

ბოლქვაძე ეგვიპტეში რჩება და ამ კვირას ახალ 10.000-იან ტურნირში ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმელია.სამწუხაროდ ვტა-ს რეიტინგში წინსვლის ნაცვლად უკან დაიხია.
ჯ.ჩ.
16:29 04-04-2016
0
არაა ეს გოგო თბილისელი!!!
dato
14:13 04-04-2016
0

სიახლეები პოპულარული