სოფიო შაფათავა უზბეკეთში იგებს, მარიამ ბოლქვაძე - შარმ ალ შეიხში

AutoSharing Option
უზბეკეთში, ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში 5 აპრილსაც წარმატებით იასპარეზა სოფიო შაფათავამ.

წყვილებში ოლგა პოროშინასთან (რუსეთი) ერთად მან მესამე ნომრად განთესილ ნინა სტოიანოვიჩისა (სერბეთი) და იულია ტერზისკას (ბულგარეთი) დუეტს მოუგო - 6:3, 6:3.

მეოთხედფინალში ქართულ-რუსული ტანდემი მასპინძლებს - შახნოზა ხატამოვასა და გიუზელ იუსუპოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. უზბეკებმა გუშინ თანამემამულეები - იასმინა კარიმჯანოვა და მილანა მასლენკოვა ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:3.

შაფათავამ ერთეულთა პირველ წრეში უკრაინელ ვერონიკა კაპშაის მოუგო და მერვედფინალში არინა ფოლტსის (უზბეკეთი) მძლეველ (6:1, 7:5) რებეკა სრამკოვას (სერბეთი) დაუპირისპირდება.

* * *
5 აპრილს ეგვიპტური შარმ ალ შეიხის 10.000-იან ტურნირში მარიამ ბოლქვაძემაც წყვილებში იმარჯვა - ვიქტორია მუნტეანისთან (საფრანგეთი) შეამხანაგებულმა პირველ წრეში ტამარა ბიჟუკოვა და ვალერია პოგრებნიაკი (ორივე - რუსეთი) დაამარცხა - 6:2. 6:0.

მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილ ნასტია კოლარსა (სერბეთი) და კრისტინა შაკოვეცთან (გერმანია) გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული