მეოთხედფინალში ჩვენებური დანა კრემერს (გერმანია) შეხვდება. ალემანმა მერვედფინალში ნატალია ვაიდოვას პირველი სეტი 6:2 მოუგო; მეორეში 4:2 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
წყვილებში გუშინ გაირკვა შანიძისა და ანასტასია გასანოვას (რუსეთი) მეტოქე: ნახევარფინალში ისინი ასპარეზობის რეიტინგფავორიტების - ფატმა ალ ნაბჰანისა
პირველ ნომრად განთესილებს სილვია ჟირიჩი (ხორვატია) და ნატალია ვაიდოვა (სლოვაკეთი) არ გამოუცხადდნენ, რადგან ამ უკანასკნელმა კრემერთან შეხვედრისას ტრავმა მიიღო. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ბიბიენ ვეიჯერსი (ჰოლანდია), ალინა ვესელი (გერმანია)-ემილი არბუთნოტი, ჰერიეთ დარტი (ორივე - დიდი ბრიტანეთი).
* * *
სტამბოლის 50.000-იან ტურნირში ასპარეზობა დაასრულა სოფიო შაფათავამ: წყვილებში იგი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ნიგინა აბდურაიმოვა (უზბეკეთი)-ბარბორა სტეფკოვას (ჩეხეთი) ტანდემთან დამარცხდა - 6:7, 2:6, წინა დღით კი ერთეულთა ასპარეზობას გამოეთიშა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"