ეკა გორგოძემ ბრეშას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩი დათმო

AutoSharing Option
იტალიურ ბრეშაში ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა ეკა გორგოძემ მასპინძელ ლუჩია ბრონზეტისთან დათმო - 5:7, 6:3, 4:6.

სამაგიეროდ, ძირითად ბადეში ითამაშებს სოფიო შაფათავა.

წყვილებში შაფათავა და გორგოძე პირველ ნომრად არიან განთესილნი და პაექრობებში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

* * *
ბაქოს 10.000-იან ტურნირში ასპარეზობს ანა შანიძე. ერთეულებში ჯერ არ უთამაშია, წყვილებში კი სოფია დმიტრიევასთან (რუსეთი) ერთად გუშინ მეოთხედფინალური ორთაბრძოლა რუსების - ალინა სალიჩისა და ქსენია ბეკერის დუეტთან წააგო - 4:6, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული