აპენინელებმა გადამწყვეტ პაექრობაში სინდი ბურგერსა (ჰოლანდია) და სტეფანი ფოგთს (ლიხტენშტეინი) აჯობეს (6:3, 1:6, 12:10) და მთავარი პრიზი მოიპოვეს.
ამ კვირას შაფათავა, სავარაუდოდ, გერმანულ ესენში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ითამაშებს, ხოლო გორგოძე იტალიურ პადოვაში ქალთა 25.000-იან
* * *
ნიკოლოზ ბასილაშვილი (104-ე) შტუტგარტში "მერსედესის თასის" გათამაშებაში ცდიდა ძალებს. საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე მასპინძელ მატიას ბახინგერთან (335-ე) პირველი სეტი მოიგო - 7:5, მაგრამ მომდევნო ორი ტაი ბრეიკებში დათმო - 6:7, 6:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
საგულისხმოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი შტუტგარტში შარშანაც პირველ წრეში დამარცხდა ალეხანდრო ფალასთან - 4:6, 6:3, 5:7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"