სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე ბრეშას ტურნირის ნახევარფინალს ვერ გასცდნენ

AutoSharing Option
ბრეშაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირი. წყვილებში თბილისელმა სოფიო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ, რომლებიც პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი, მეოთხედფინალში მასპინძლები - ნასტასია ბურნეტი და კრისტინა ფერანდო დაამარცხეს - 6:2, 7:6, მაგრამ ნახევარფინალში იტალიელებთან - დებორა კიეზასა და მარტინა კოლმენიას დუეტთან წააგეს - 4:6, 1:6.

აპენინელებმა გადამწყვეტ პაექრობაში სინდი ბურგერსა (ჰოლანდია) და სტეფანი ფოგთს (ლიხტენშტეინი) აჯობეს (6:3, 1:6, 12:10) და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ამ კვირას შაფათავა, სავარაუდოდ, გერმანულ ესენში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ითამაშებს, ხოლო გორგოძე იტალიურ პადოვაში ქალთა 25.000-იან
ტურნირში ჩაებმება.

* * *
ნიკოლოზ ბასილაშვილი (104-ე) შტუტგარტში "მერსედესის თასის" გათამაშებაში ცდიდა ძალებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე მასპინძელ მატიას ბახინგერთან (335-ე) პირველი სეტი მოიგო - 7:5, მაგრამ მომდევნო ორი ტაი ბრეიკებში დათმო - 6:7, 6:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

საგულისხმოა, რომ ქართველი ჩოგბურთელი შტუტგარტში შარშანაც პირველ წრეში დამარცხდა ალეხანდრო ფალასთან - 4:6, 6:3, 5:7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული