აგნიეშკა რადვანსკა მერვედფინალიდან გამოეთიშა ტურნირს და დაკარგა მეორე ადგილი. მას გაუსწრო პარიზის ტრიუმფატორმა გარბინ მუგურუსამ, რომელმაც პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი. ესპანელი წელს უკვე იყო მესამე პოზიციაზე, მაგრამ მეორემდე არასოდეს ასულა. გარდა ამისა, სიმონ ჰალეპი დაბრუნდა TOP5-ში იმის წყალობით, რომ ვიქტორია აზარენკა ჩამოაქვეითა მეექვსე პოზიციამდე.
პირველი ათეულიდან გავარდა ფლავია პენეტა, რომელმაც ნახევარი წლის წინ დაასრულა კარიერა. იტალიელის ადგილი დაიკავა ვინუს უილიამსმა. ამერიკელი
საერთოდ, ტოპ-ათეულთან ახლოს ზონა ძალიან მჭიდროა: მეათე ადგილზე მყოფ ტიმეა ბაშჩინსკისა და მე-15 ადგილოსან კარლა სუარეს ნავაროს შორის სხვაობა მხოლოდ 105 ქულაა. ამ ჯგუფშია (მე-14 ადგილი) სამანტა სტოსური, რომელიც პარიზში ნახევარფინალში იყო.
ამავე ეტაპამდე გააღწია კიკი ბერტენსმა, რითაც 58-ე ადგილიდან 27-მდე გადავიდა. ცნობისთვის, 2016 წლის დასაწყისში, ჰოლანდიელი პირველ ასეულშიც არ შედიოდა. კიკის მეზობლები არიან მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრები - ელენა იანკოვიჩი, ანა ივანოვიჩი და მარია შარაპოვა. ივანოვიჩი 25-ე ადგილზეა, რაც მისი უარესი შედეგია 2010 წლის სექტემბერის შემდეგ. კიდევ უფრო დიდი ვარდნა განიცადა შარშანდელმა ფინალისტმა ლუსი საფაროვამ - მან 16 პოზიცია დაკარგა და 29-ე ჩოგანი გახდა.
მეოთხედფინალში გასული იულია პუტინცევა 35-ე ნომერი გახდა და ძალიან ახლოს არის უიმბლდონის განთესვის ზონასთან. გარდა ამისა, როლან გაროსის მეოთხედფინალში იყო ორი გოგონა მეორე ასეულიდან - შელბი როჯერსი და ცვეტანა პირონკოვა. ახლა, ისინი, შესაბამისად, მე-60 და 71-ე ადგილებზე არიან.
WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 8 330
2(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) 6 776
3(2). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 080
4(3). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 620
5(6). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 471
6(5). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 4 221
7(7). რობერტა ვინჩი (იტა) 3 405
8(8). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 260
10(11). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 116
10(9). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 2 800
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"