ვიქტორია აზარენკა უიმბლდონს დააკლდება

AutoSharing Option
ბელარუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ ვერ მოასწრო მუხლის ტრავმის მკურნალობა და იძულებულია გამოტოვოს "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირი - უიმბლდონი. ეს ინფორმაცია ბალახის კორტზე წლის მთავარი ტურნირის "ტვიტერმა" გაავრცელა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა უკვე აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უიმბლდონის ორგანიზატორებს.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმა აზარენკას ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწუხებს. მიმდინარე სეზონში ამ დაზიანების გამო, მან გამოტოვა მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი, როლან გაროსზე კი ვერ დაასრულა პირველი წრის მატჩი იტალიელი კარინ კნაპის წინააღმდეგ.

აზარენკას უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი 2011 და 2012 წლებში
ჰქონდა, როცა ნახევარფინალამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული