უიმბლდონი: პირველი წვიმა

AutoSharing Option
გუშინ, უიმბლდონზე პირველი წრე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წვიმის გამო ამ რაუნდის მატჩების დიდი ნაწილი დღეისთვის გადაიდო. თუმცა თავისი მატჩის ჩატარება მოასწრო ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ.

მსოფლიოს მეორე ნომერი თანამემამულე ლაიამ ბროუდის ხვდებოდა და საათსა და 42 წუთში მოამთავრა საქმე - 6:2, 6:3, 6:4. 2013 წლის ჩემპიონმა საკუთარ მოწოდებაზე ქულების 77 პროცენტი (75-დან 58) აიღო და ორად ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ენდის შემდეგი მეტოქე ტაივანელი იენ-ჰსუნ ლუ იქნება. აღსანიშნავია, რომ მარეის უიმბლდონზე 11-დან 11 მატჩი აქვს მოგებული პირველ წრეში.

* * *
მეოთხე ნომრად განთესილი სტენ ვავრინკა პროფესიული ტურის ამომავალ ვარსკვლავს, ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ხვდებოდა და სერიოზული წინააღმდეგობაც შეხვდა. პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი იყო და ის ფრიტცს ჰქონდა. საბოლოოდ, ჩოგბურთელები უბრეიკოდ მივიდნენ ტაი-ბრეიკამდე, რომელიც ვავრინკამ მოიგო.

მეორე პარტიაში შვეიცარიელი აშკარად დომინირებდა და სამი უპასუხო ბრეიკი შეასრულა. თითქოს ვავრინკას იოლად უნდა მიეყვანა საქმე მოგებამდე, მაგრამ მორიგ ტაი-ბრეიკზე განადგურდა და ჩოგბურთელებს მეოთხე სეტის თამაში მოუწიათ. პარტია ვავრინკამ ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით დაიწყო. ფრიტცი არ დანებდა და ერთი საპასუხო ბრეიკი შეასრულა, თუმცა მეტის გაკეთება ვერ შეძლო და დამარცხდა - 6:7(4), 1:6, 7:6(2), 4:6.

მეორე წრეში მივიღეთ ერთი გამორჩეული მატჩი - ვავრინკას ურთულესი შეხვედრა მოუწევს ხუან მარტინ დელ პოტროსთან, რომელიც, როგორც ჩანს, კარგ ფორმაშია. არგენტინელმა 6:1, 7:5, 6:0 გაანადგურა ფრანგი სტეფან რობერი. დელ პოტრომ მატჩის ბოლო ცხრა გეიმი ზედიზედ მოიგო, მესამე სეტში მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და არც ერთი უნებლიე შეცდომა არ დაუშვა. ეს იყო არგენტინელის პირველი გამარჯვება უიმბლდონზე 2013 წლის შემდეგ.

ურთიერთშეხვედრებში დელ პოტრო 3:2-ს უგებს ვავრინკას, თუმცა ისინი ოთხი წელია არ შეხვედრიან ერთმანეთს.

* * *
სხვა მატჩებსაც გადავხედოთ. ფელისიანო ლოპესმა 16 ეისი ჩააწოდა ამერიკელი რაჯივ რამის წინააღმდეგ და სამ სეტში მოიგო - 7:5(5), 6:4, 6:4.

მე-15 ნომრად განთესილ ნიკ კირგიოსს გამოცდილი რადეკ შტეპანეკი ჰყავდა მეტოქედ. ავსტრალიელმა 25 ეისი მოაწოდა და ექვსჯერ აიღი მეტოქის მოწოდება - 6:4, 6:3, 6:7(9), 6:1. ჯერჯერობით, კირგიოსს "დიდი სლემის" ტურნირებზე ყველაზე კარგი გამოსვლა სწორედ უიმბლდონზე ჰქონდა. სამი წლის წინ, მან რიშარ გასკე და რაფაელ ნადალი დაამარცხა და მეოთხედფინალამდე მიაღწია.

* * *
ქალებს შორის მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება მოესწრო. მოგებით დაიწყო ტიტულის დაცვა ამერიკელმა სერენა უილიამსმა, რომელმაც 6:2, 6:4 დაამარცხა დებიუტანტი ამრა სადიკოვიჩი.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს პირველივე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თუმცა შემდეგ, ზედიზედ 13 ქულა აიღო და სოლიდური უპირატესობა მიიღო. მეექვსე გეიმში შვეიცარიელმა კიდევ ორი ბრეიკ-პოინტი გაანიავა და პარტია 2:6 წააგო. მეორე სეტში სადკოვიჩმა კიდევ უფრო მეტი მოახერხა და ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა იქვე დათმო საკუთარი მოწოდება. საქმე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა სერენამ მიღებაზე ორი მატჩბოლი მიიღო და მეორე ცდაზე შეძლო საბოლოო გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამერიკელის მე-80 მოგება უიმბლდონზე.

* * *
ცენტრალურ მატჩში რუსი სვეტლანა კუზნეცოვა და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტრავმების გამო, დანიელი სერთოდ ამოვარდნილია ფორმიდან და პირველად ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, განთესილებს შორის ვერ მოხვდა.

მიუხედავად ამისა, ვოზნიაცკიმ შეძლო რუსისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პირველ სეტში ბრეიკების გაცვლის შემდეგ, კუზნეცოვამ მე-11 გეიმში მოახერხა გადამწყვეტი ბრეიკის შესრულება. მეორე სეტში კი რუსი 5:1 დაწინურდა და იოლად მიჰყავდა საქმე გამარჯვებამდე, მაგრამ დანიელმა ზედიზედ 12 ქულა აიღო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. და მაინც, კუზნეცოვამ მოახერხა მატჩზე მეორე ცდიდან ჩაწოდება და მეორე რაუნდში გასვლა.

კაცები
I რაუნდი
მიულერი (ლუქ)-ხირალდო (კოლ) 4:6, 6:7(3), 7:6(5), 6:3, 15:13
ნოვიკოვი (აშშ)-სავილი (ავსტრა) 4:6, 6:4, 7:5, 6:4
სოუზა (პორ, 31)-ტურსუნოვი (რუს) 3:6, 7:6(2), 4:6, 6:3, 7:5
ბეკერი (გერ)-ბანისი (არგ) 6:3, 6:3, 6:1
ბაუტისტა აგუტა (ესპ, 14)-ტომპსონი (ავსტრა) 6:3, 6:3, 6:3
კუკუშკინი (ყაზ)-კლიჟანი (სლოვაკ) 7:6(7), 7:6(5), 6:4
დელ პოტრო (არგ)-რობერი (საფ) 6:1, 7:5, 6:0
ვავრინკა (შვეიც, 4)-ფრიტცი (აშშ) 7:6(4), 6:1, 6:7(2), 6:4
გასკე (საფ, 7)-ბედენე (ბრიტ) 6:3, 6:4, 6:3
გრანოლერსი (ესპ)-ესტრელია (დომ) 6:2, 6:4, 2:6, 6:4
რამოს ვინოლასი (ესპ)-პოსპიშილი (კან) 6:4, 3:6, 6:3, 6:4
ტროიცკი (სერ, 25)-ლამასენი (საფ) 6:4, 6:2, 6:2
მონაკო (არგ)-დანიელი (იაპ) 7:5, 4:6, 6:3, 6:2
ცონგა (საფ, 12)-სერვანტესი (ესპ) 6:4, 7:6(5), 6:4
კირგიოსი (ავსტრა, 15)-შტეპანეკი (ჩეხ) 6:4, 6:3, 6:7(9), 6:1
ბრაუნი (გერ)-ლაიოვიჩი (სერ) 4:6, 6:3, 3:6, 6:3, 6:4
ფ. ლოპესი (ესპ, 22)-რამი (აშშ) 7:6(5), 6:4, 6:4
პერი (საფ, 26)-სკოგური (ხორ) 3:6, 7:6(2), 2:6, 6:3, 10:8
მილმენი (ავსტრა)-მონტანიესი (ესპ) 7:5, 4:6, 5:7, 6:4, 6:3
ლუ (ტაივ)-კუდრიავცევი (რუს) 6:4, 6:1, 6:4
მარეი (ბრიტ, 2)-ბროუდი (ბრიტ) 6:2, 6:3, 6:4

ქალები
I რაუნდი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-სადიკოვიჩი (შვეიც) 6:2, 6:4
მაკჰეილი (აშშ)-ჰანტუხოვა (სლოვაკ) 7:5, 6:2
მური (ბრიტ)-ვან უიტვანკი (ბელ) 6:3, 6:2
კუზნეცოვა (რუს, 13)-ვოზნიაცკი (დან) 7:5, 6:4
პუტინცევა (ყაზ)-მელნიკოვა (რუს) 7:5, 6:2
ვანდევეგე (აშშ, 27)-ბონდარენკო (უკრ) 6:2, 7:6(3)
ბაბოში (უნგ)-სვანი (ბრიტ) 6:2, 6:3
დუანი (ჩინ)-კრ.პლიშკოვა (ჩეხ) 6:3, 3:6, 7:5
ვინჩი (იტა, 6)-რისკე (აშშ) 6:2, 5:7, 6:3
სინიაკოვა (ჩეხ)-პარმენტიე (საფ) 6:3, 7:5
გარსია (საფ, 30)-ბუიუქაქჩაი (თურ) 6:2, 6:3
ციბულკოვა (სლოვაკ, 19)-ლუჩიჩი (ხორ) 7:5, 6:3
გავრილოვა (ავსტრა)-ვანგი (ჩინ) 2:6, 6:3, 6:4
ვესნინა (რუს)-პაჩეკი (ავსტრია) 7:5, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული