თავიდან გერმანელი კარგად გამოიყურბოდა საკუთარი ჩაწოდებებისას, უილიამსს გვარიანად არბენინებდა კიდეც, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ "პანტერა" დაუღალავია. ჰოდა, ვიხილეთ უამრავი ეფექტური გათამაშება. გადამწყვეტი მაინც ჩაწოდებები აღმოჩნდა, სწორედ ამ კომპონენტმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი - სერენა შეუდარებელი იყო საკუთარი ჩაწოდებებისას და დამსახურებულად აღმართა "დიდი სლემის" გამარჯვებულისთვის განკუთვნილი სინი 22-ედ.
ამ მაჩვენებლით იგი გერმანელ შტეფი გრაფს დაეწია, პირველობას კი არავის უთმობს
კერბერის ძლევის შემდეგ სერენამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
- ძალიან მიყვარს ანჟელიკთან თამაში. იგი შესანიშნავი ჩოგბურთელია. იგი დადებითი პიროვნებაა, მუდმივად იღიმის. დიდი მადლობა ანჟელიკ. ზედიზედ ორი ფინალი მქონდა წაგებული და უიმბლდონზე წარმატების მიღწევა ჩემთვის ორმაგად ფასეული და სასიამოვნო იყო. გამოგიტყდებით, უიმბლდონის ცენტრალური კორტი, ფაქტობრივად, ჩემი სახლია.
ქალები
ფინალი
ს. უილიამსი (აშშ)-კერბერი 7:5, 6:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"