გუშინ, გერმანელმა პირველი მატჩი ჩაატარა და სამ სეტში დაამარცხა მირიანა ლუჩიჩი - 6:3, 4:6, 6:3. პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, კერბერს, მოულოდნელად, პრობლემები შეექმნა მეორე სეტში და გადამწყვეტი პარტიის თამაში მოუწია, სადაც მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. მერვედფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება.
როგორც ჩანს, საბოლოოდ იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას ეჟენი ბუშარი.
მონრეალის 2014 წლის ჩემპიონს აგნიეშკა რადვანსკას რუმინელი მონიკა ნიკულესკუ ჰყავდა მეტოქედ და პირველ პარტიაში გაისეირნა - 6:1, მაგრამ მეორე სეტში ბრძოლა მოუწია. 5:4-ზე რუმინელი სეტზე აწვდიდა და სამი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ მიაღწია გადამწყვეტ პარტიამდე. რადვანსკამ ბოლო ოთხი გეიმი ზედიზედ მოიგო და მერვედფინალში რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდება.
უიმბლდონიდან მოყოლებული, შესანიშნავ ფორმას აჩვენებს ვინუს უილიამსი. ვეტერანმა 58 წუთში გაანადგურა ჩეხი ბარბორა სტრიკოვა - 6:3, 6:0. ამერიკელი გასულ კვირას სტენფორდის ტურნირის ფინალში იყო, თუმცა ეს მის ფიზიკურ ფორმაზე არ ასახულა და ვინუსი მონრეალის ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მოვნათლოთ.
II წრე
კერბერი (გერ, 2)-ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 4:6, 6:3
სვიტოლინა (უკრ, 17)-აბანდა (კან) 7:6(2), 7:6(3)
ვინჩი (იტა, 7)-ჯორჯი (იტა) 2:6, 6:3, 6:4
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 14)-ერანი (იტა) უარი
კვიტოვა (ჩეხ, 12)-პეტკოვიჩი (გერ) 6:2, 6:4
კუზნეცოვა (რუს, 9)-კუდრიავცევა (რუს) 7:5, 6:0
ვ. უილიამსი (აშშ, 6)-სტრიკოვა (ჩეხ) 6:3, 6:0
კისი (აშშ, 10)-ბრენგლი (აშშ) 6:4, 6:3
პავლიუჩენკოვა (რუს, 16)-მაკჰეილი (აშშ) 6:2, 7:5
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-ნიკულესკუ (რუმ) 6:1, 7:5
კასატკინა (რუს)-სტოსური (ავსტრა, 13) 7:6(1), 6:3
კონტა (ბრიტ, 15)-კინგი (აშშ) 7:5, 6:1
კუკოვა (სლოვაკ)-სუარეს ნავარო (ესპ) 3:6, 6:4, 6:4
ბუშარი (კან)-ციბულკოვა (სლოვაკ, 11) 6:2, 6:0
ჰალეპი (რუმ, 5)-გავრილოვა (ავსტრა) 6:2, 6:3
ლეპჩენკო (აშშ, 3)-ბროუდი (ბრიტ) 6:4, 3:6, 6:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"