როჯერ ფედერერმა ვარდნა დაიწყო

AutoSharing Option
ცინცინატის "მასტერსის" შემდეგ, მამაკაცთა ტოპ-ათეულში ორი ცვლილება მოხდა. მთავარი პრიზის მოგების შემდეგ, მარინ ჩილიჩი დაბრუნდა TOP10-ში და მეცხრე ადგილი უკავია. ამით მან გაინაღდა აშშ-ის ღიაზე პირველ რვა განთესილს შორის ყოფნა.

სტენ ვავრინკა სუსტად გამოვიდა ცინცინატიში, მაგრამ იმის გამო, რომ როჯერ ფედერერს ჩამოეჭრა შარშანდელი ტიტულისთვის მოპოვებული ქულები, ვავრინკამ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ როჯერი წელს ვეღარ გავა კორტზე და სეზონის ბოლოს აუცილებლად გავარდება პირველი ათეულიდან. მანამდე კი TOP10 დატოვა ჟო-ვილფრიდ ცონგამ.

აღვნიშნავთ ამ სეზონში გრიგორ დიმიტროვის პირველ კარგ გამოსვლას. ბულგარელმა
ნახევარფინალამდე მიაღწია და კლასიფიკაციაში 10 პოზიცია მოიგო. ახლა ის 24-ე ნომერია, არადა, ცინცინატის "მასტერსამდე" დიდი იყო იმის შანსი, რომ დიმიტროვი საერთოდ ვერ მოხვედრილიყო აშშ-ის ღიაზე განთესილებს შორის.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 14 840
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 9 305
3(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 980
4(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 4 945
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 850
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 4 805
7(7). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 165
8(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 570
9(14). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 515
10(9). დომინიკ ტიმი (ავსტრი) 3 205

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული