რას მოიფიქრებს სერენა უილიამსი

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა აღიარა, რომ ჯერ არ იცის, გავა თუ არა კორტზე მიმდინარე სეზონში.

"არ ვიცი, მიხილავთ თუ არა კორტზე სეზონის დარჩენილ ნაწილში. წინ არ ვიყურები. დავიღალე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და არც ის მომწონს, რომ ვაგებ მატჩებს, რომლებსაც ადრე არასოდეს დავთმობდი.

მინდა ბოლომდე ჯანმრთელი ვიყო და საუკეთესო დონეზე ვითამაშო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა 70-80 პროცენტით მაინც უნდა იყოს ოპტიმალური", - ამბობს უილიამსი CNN-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული