სერენა უილიამსი ისევ ისვენებს

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი გამოტოვებს აზიური სერიის ტურნირებს ჩინეთის ქალაქებში - უჰანსა და პეკინში. ამის შესახებ ჩოგბურთელმა WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა.

"იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ვერ შევძლებ უჰანსა და პეკინში თამაშს. მიზეზი მხარის ძველი ტრავმაა. ვვარჯიშობდი, მაგრამ ჩემი მხარი ისევ არ არის მზად ტურნირებისთვის. კონცენტრირებული ვარ იმისთვის, რომ მოვემზადო სინგაპურში გასამართი WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის", - ამბობს უილიამსი.

უჰანის ტურნირი 2.28 მილიონ დოლარის საპრიზო ფონდით 25 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე გაიმართება, პეკინის ტურნირი (საპრიზო ფონდი - 5.4 მილიონი
დოლარი) - 1-9 ოქტომბერს.

სერენა უილიამსმა ჩააგდო უიმბლდონის შემდეგ სეზონის მეორე ნაწილი: რიოს ოლიმპიადაზე მესამე წრეში დამარცხდა ელინა სვიტოლინასთან, აშშ-ის ღიაზე კი ნახევარფინალი წააგო კაროლინა პლიშკოვასთან და დაკარგა პირველი ადგილი მსოფლიოს კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული