გიორგი ცივაძემ ჩიმკენტის საერთაშორისო ტურნირის წყვილებში გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე გასულ კვირას ყაზახური ჩიმკენტის ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

ერთეულთა ტურნირში მან წარმატებით გადალახა ორი ბარიერი - ჯერ მიხაილ ფუფიგინს (რუსეთი) აჯობა - 7:5, 6:2, მერე მის თანამემამულე კრისტიან ლოზანს მოუგო - 6:4, 6:2, მეოთხედფინალში კი ტურნირის რეიტინგფავორიტ ივან ნედელკოსთან (რუსეთი) დამარცხდა - 2:6, 4:6.

სამაგიეროდ, ცივაძემ მთავარი პრიზი წყვილებში დაიმსახურა: რუს ალექსანდრ პავლიუჩენკოვთან ერთად წარმატებით განვლო ყველა დაბრკოლება - ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან მასპინძლები - დიას მეირბეკი და როდიონ პაკი (6:1, 6:1),
მეოთხე ნომრად განთესილი მიხაილ ფუფიგინი (რუსეთი) და ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი) - 7:6, 7:6, საქადათ აიარი (ყაზახეთი) და რიკარდო მაიჯა (შვეიცარია) - 6:2, 6:3, ფინალში კი ივან დავიდოვი (რუსეთი) და რომან ხასანოვი (ყაზახეთი) დაჯაბნა - 6:1, 6:4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული