როგორც ვწერდით, წყვილებში მან რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად დაუბრკოლებლად განვლო ორი წრე და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მე-2 ნომრად განთესილ ტაივანელებს - ჩინ-ვენ ჰსუსა და პეი-ჩი ლიის შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ჟაკლინ კაკო (აშშ), ალექსანდრინა ნაიდენოვა (ბულგარეთი) და კამილა კერიმბაიევა (ყაზახეთი), ვერონიკა კუდერმეტოვა (რუსეთი) ითამაშებენ.
შაფათავა გუშინ ერთეულთა პაექრობაშიც ჩაება და სტარტზე ნორვეგიელი მელანი სტოკი დაამარცხა - 6:7, 6:2, 6:3. მერვედფინალში ქართველის მეტოქე მასპინძელი ფენ იინ ქსანი იქნება, რომელმაც პირველ წრეში
* * *
შეფილდში (ინგლისი) ქალთა 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში გამარჯვება იზეიმა მესამე ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ - ფინელ მაია ნიკოლ ეკლუნდს სძლია - 6:1, 7:6. მერვედფინალში ბრიტანელ ოლივია ნიკოლსთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა გუშინ სარა ბეტ გრეის (დიდი ბრიტანეთი) მოუგო - 7:5, 6:4.
* * *
შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა 10.000-იან ტურნირში დაუბრკოლებლად მიიწევს წინ საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე: ერთეულთა თანრიგში მან გუშინ რომან ხასანოვს ორ სეტში აჯობა - 6:4, 6:4. საგულისხმოა, რომ ცივაძე და ხასანოვი წყვილებში ერთად გამოდიან და სტარტზე შვეიცარიელები - მარტინესი და როსიერი ჩამოიშორეს გზიდან, მეოთხედფინალში ინდოელებთან - ბხატიასა და სუნიშთან გაარკვევენ ურთიერთობას.
რაც შეეხება ერთეულებს, ცივაძე მერვედფინალში მესამე ნომრად განთესილ რომან საფიულინს (რუსეთი) შეხვდება. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა პირველ წრეში უკრაინელი დმიტრო ბადანოვი დაამარცხა - 6:2, 6:4.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"