2013 წელს საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ნალბანდიანმა ავტოსპორტში იპოვნა საკუთარი თავი.
"დღეს მე სხვაგვარად ვიღებ ადრენალინს. როცა სპორტსმენები კარიერას ასრულებენ, ძალიან ხშირად, ადრენალინი არ ჰყოფნით, არადა, მოთხოვნილება რჩება. მე მყავს ოჯახი და მათ უკვე დიდ ყურადღებას ვუთმობ, ამასთან, დღემდე მაწუხებს მხარის ტრავმა", - ასე ახსნა რალის მიმართ თავისი მიდრეკილება 34 წლის ყოფილმა ჩოგბურთელმა.
მაგრამ, გუშინ, ნალბანდიანს კინაღამ ძვირად დაუჯდა რბოლებისადმი სიყვარული. ერთ-ერთი ეტაპის დროს, არგენტინელი თავის პარტნიორთან
საბედნიეროდ, არც ნალბანდიანსა და არც მის პარტნიორს სერიოზული ტრავმა არ მიუღია, მანქანა კი სერიოზულად დაზიანდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის დავიდის პირველი ავარია. 2015 წლის აპრილში, ნალბადიანს ასევე არგენტინის რალიზე შეემთხვა ინციდენტი.
დავიდ ნალბანდიანს ATP-ის 11 ტიტული აქვს მოპოვებული, 2002 წელს კი უიმბლდონის ფინალში ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"