გიორგი ცივაძე შარმ ელ შეიხის ტურნირს ერთეულებში გამოეთიშა, წყვილებში კი ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. წყვილებში ინდოელ შაჰბააზ ხანთან ერთად მეოთხე ნომრადაა განთესილი.

ქართულ-ინდურმა დუეტმა სტარტზე უკრაინელებს - ოლეგ პრიხოდკოსა და ალექსეი პროკოპჩუკს დააყრევინა ფარ-ხმალი. გუშინ, 10 ნოემბერს, მეოთხედფინალში ცივაძემ და ხანმა კიდევ ერთი უკრაინული დუეტი (ოლექსანდრ ბიელინსკი და ოლეგ კოვალი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 6:4 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც იური ჯავაკიანისა (უკრაინა) და დენის ევსეევის (ყაზახეთი) მძლეველ (7:6, 6:3) იტალიელებს - ფრანჩესკო გარძელოსა და ჯორჯო რიკას გაუწევენ მეტოქეობას.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ
მაჩეია ნოვაკი (პოლონეთი), მიხალ შმიდი (ჩეხეთი) და ვლადისლავ მანაფოვი (უკრაინა), დანიილ ზარაჩინსკი (ბელარუსი), რომლებმაც, შესაბამისად, კევინ ლინჩი (აშშ), ბართლომეი მარიზეკი (პოლონეთი)-6:7, 7:6, 10:5 და ალექსანდრ მანაფოვი (უკრაინა), მაიკლ ლიპენსი (აშშ)-6:2, 6:7, 10:6 დაამარცხეს.

ერთეულთა თანრიგში გიორგი ცივაძემ გუშინ მესამე ნომრად განთესილ რომან საფიულინთან (რუსეთი) წააგო - 5:7, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული