ჯოკოვიჩმა დააზუსტა, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული, ხოლო ყველა მიზანი, რომელსაც ეს წყვილი თანამშრომლობის დაწყების წინ გეგმავდა, მიღწეულია. ასევე, ნოვაკმა მადლობა გადაუხადა გერმანელ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის და დააზუსტა, რომ, ახლა, მომავალი სეზონისთვის სწორი განრიგის შედგენაზე იმუშავებს.
ჯოკოვიჩმა და ბეკერმა თანამშრომლობა 2013 წლის დეკემბერში დაიწყეს. სერბმა გერმანელთან ტანდემში "დიდი სლემის" ექვსი ტურნირის მოგება მოასწრო.
"გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და ის დიდი ხანია მომწიფებული
გარდა ამისა, მან არასაჩოგბურთო პროექტებსაც მიაქცია ყურადღება და ესეც სწორია. თუმცა, ამან ჩემი, როგორც მწვრთნელის სამუშაო სულაც არ შეამსუბუქა. ხელ-ფეხი შეკრული მქონდა. შედეგად, დადგა მომენტი, როცა კითხვა დავსვი: როგორია ჩემი როლი? რას ვაკეთებ აქ? რატომ მივემგზავრებით ნიუ იორკში, შანხაიში, ტოკიოში?
ვიცი, რამდენად დასანანი იყო ნოვაკისთვის აშშ-ის ღიას ფინალში წაგება და რეიტინგის უმაღლესი საფეხურის დაკარგვა. მაგრამ, ალბათ, ეს საჭირო იყო. მას უნდა გაეხსენებინა - რა არის წაგება, რადგან ბოლო ორწელიწადნახევარია, ასეთი რამ არ ხდებოდა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ის არ მუშაობდა იმდენს, რამდენიც საჭირო იყო. და ეს თავადაც კარგად იცის. ბოლომდე უნდა იმუშაო და თავი მოიკლა, რასაც აკეთებდნენ კიდეც მისი კონკურენტები. და ვფიქრობ, ნოვაკი ისევ დაიწყებს ამის კეთებას", - განაცხადა ბორის ბეკერმა დაშორების შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"