სერენა უილიამსი - ამაყი კანის ფერის გამო

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა საკუთარ თავზე სრული სიმართლე ილაპარაკა.

"ვფიქრობ, ზოგიერთები ვერ მიტანენ, რადგან შავი, ძლიერი, მაღალი, მძლავრი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. და ისინი იწყებენ ლაპარაკს, რომ ხელები ისეთი არ მაქვს, როგორც სხვა გოგონებს, ფეხები ისე ვერ გამოიყურება, როგორიც უნდა იყოს, ისეთი უკანალი და საერთოდ, სხეული არ მივარგა...

მისმინეთ, თუ გულზე არ გეხატებით - ჯანდაბა. მე ვერ გავაკეთებ ისე, რომ ყველას მოვწონდე და არ ვითხოვ, რომ ვუყვარდე. მთავარია, რომ მე მომწონს და მიყვარს საკუთარი თავი. ისინი
კი საკუთარ აზრზე დარჩნენ. უყვარდეთ, რაც უნდათ და ვინც უნდათ. მთავარია, რომ ამან თავგზა არ ამირიოს.

იყო დრო, როცა თავად ვგრძნობდი დისკომფორტს, როცა მეგონა, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი. მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე პაუზა ამეღო და მეფიქრა: მაშ ასე, ვიღაცას მიაჩნია, რომ ქალისთვის მეტისმეტად ათლეტური ვარ. მაგრამ სწორედ ამ სხეულმა მომცა საშუალება - გავმხდარიყავი უდიადესი ჩოგბურთელი. ასე რომ, ღირს ამის გამო შეწუხებული ვიყო? და გადავწყვიტე, ამით თავი აღარ დამეტვირთა", - მოჰყავს სერენა უილიამსის სიტყვები Theundefeated-ს.

ასევე ჩოგბურთელმა ილაპარაკა იმის შესახებ, რა პრობლემებს აწყდებიან შავკანიანი ადამიანები საზოგადოებაში.

"ბევრი აფროამერიკელი მოზარდის ასაკში კომპლექსებს განიცდის საკუთარი გარეგნობის გამო. მათ ჰგონიათ, რომ ცუდად გამოიყურებიან, რომ ულამაზო თმები აქვთ, ძალიან შავი კანი ან ძალიან დიდი ტუჩები. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად, ასეთი ფიქრები ქრება.

მაგრამ, ჩვენთან ოჯახში ყოველთვის გვასწავლიდნენ საკუთარი თავის სიყვარულს. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა ვაფასებდეთ საკუთარ ისტორიას.

ჩემი აზრით, არც ერთი სხვა რასა არ განიცდიდა მსგავს პრობლემას: ასეულობით წლის განმავლობაში, უნდა გვებრძოლა გადარჩენისთვის. და ამან გვაქცია უფრო ძლიერად როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ამიტომაც, მართლაც ვამაყობ საკუთარი კანის ფერით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით რა შარაპოვას (რომლის თაყვანისმცემელი ნამდვილად არ ვარ) ვითომ დოპინგი სააგენტოს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო - როცა წლები იცის სააგენტომ რომ მილდრონატს ხმარობს და მერე რომ აკრძალავ 2-3 კვირაში ჩაუსაფრდები და შეამოქმებ ბუნებრივია რომ დაჩვეულზე უცბად უარს ვერ იტყოდა და გამოიჭირეს - აქ სულ სხვა ამბები იკითხება - მეორე მომენტია რომ ვინ რას ხმარობს მშვენივრად იციან და როცა მოუნდებათ მაშინ იღებენ ხმას - პეკინის და ლონდონის ოლიმპიადების ამბები გგონიათ ეხლა გაარკვიეს? - ეხლა მოუნდათ ანგარიშსწორება რუსეთთან და ეხლა გამოაშკარავეს - რაც შეეხება იმ გაქცეულს ეგ უბრალოD "მოწმე" სჭირდებოდათ და ალაპარაკეს რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო!
brola*
22:26 29-12-2016
0
ულამაზესი შარაპოვა უმნიშვვლელო პრეპარატის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს და ვინ დამაჯერებს რომ ამ კაც ქალას არასდროს მიუღია ეგეთი წამლები.
gigusha
22:54 27-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული