სერენა უილიამსიც დაბრუნდა... მოგებით

AutoSharing Option
როჯერ ფედერერის შემდეგ, პროფესიულ ტურს დაუბრუნდა სერენა უილიამსი. ამერიკელმა ტრავმის გამო, აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ დაასრულა 2016 წლის სეზონი და სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა ჩატარებული ოფიციალური მატჩი.

გუშინ, სერენა ოკლენდის ტურნირში ჩაება. მისი პირველი მეტოქე იყო ფრანგი ვეტერანი პოლინ პარმენტიე. "დიდი სლემის ტურნირების 22-გზის ჩემპიონს ჰქონდა კრიტიკული მომენტები. მაგალითად, პირველ სეტში 1:3 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და პარტია 6:3 მოიგო. მეორე სეტის შუაში პარმენტიეს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ამერიკელმა ეს საფრთხეც მოიგერია და საათსა და 15 წუთში გაიმარჯვა
- 6:3, 6:4.

"ეს იყო ჩემი პირველი მატჩი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, კარგად ვითამაშე", - განაცხადა უილიამსმა მატჩის შემდეგ. სერენას შემდეგი მეტოქე იქნება მისი თანამემამულე მედისონ ბრენგლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული