ეს ის სერენა უილიამსი აღარ არის

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა 2014 წლის მარტის შემდეგ, პირველად წააგო მატჩი ჩოგბურთელთან, რომელიც არ იმყოფება რეიტინგის TOP70-ში. გუშინ, "დიდი სლემის" ტურნირების 22-გზის ჩემპიონი ორ საათსა და 13 წუთში დამარცხდა მსოფლიოს 72-ე ჩოგანთან, 26 წლის ამერიკელ მედისონ ბრენგლთან.

აქამდე, სერენას გუშინდელ მეტოქეს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა დამარცხებული კლასიფიკაციის TOP5-ის წარმომადგენელი (პეტრა კვიტოვა), უილიამსთან ერთადერთ შეხვედრაში კი, რომელიც 2015 წელს, მადრიდში გაიმართა, მხოლოდ ერთი გეიმი ჰქონდა აღებული.

მაგრამ, გუშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. სერენამ კ
არგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა. ფავორიტი არანაირ შანსს არ აძლევდა მეტოქეს მიღებაზე, მაგრამ ყველაფერი სეტის მეორე ნახევარში შეიცვალა. ბრენგლმა მომდევნო ხუთ გეიმში ორი ბრეიკი შეასრულა და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა უილიამსს - 6:4.

მეორე სეტში პირველი ბრეიკი ბრენგლმა შეასრულა, მაგრამ სერენამ იქვე დაიბრუნა მოწოდება. წესით, უილიამსს ტაი-ბრეიკამდე საქმე არ უნდა მიეყვანა, მაგრამ ხუთი სეტბოლი ვერ გამოიყენა და მხოლოდ მე-13 გეიმში, მეექვსე ცდაზე შეძლო პარტიის აღება.

მესამე სეტის პირველი ცხრა გეიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა - ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ბრენგლს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეათე გეიმში კი მედისონმა მიღებაზე სამი მატჩბოლი მიიღო და მესამე ცდაზე კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია - 6:4, 6:7(3), 6:4.

"მხოლოდ უცენზურო სიტყვებით შემიძლია ვილაპარაკო ჩემს თამაშზე. ვერ მივეჩვიე ქარს და 88 უნებლიე შეცდომა დავუშვი. ამდენი შეცდომით გამარჯვებაზე ვერ ითამაშებ", - განაცხადა სერენამ მატჩის შემდეგ.

"როგორ დავამარცხე სერენა უილიამსი? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ, კონცენტრირებული ვიყავი თითოეულ გათამაშებაზე და ვცდილობდი ყველა ბურთზე გაქცევას. ეს არის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში", - ეს გუშინდელი ტრიუმფატორის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შავები "ბეღურა" ჰენინმა გაიგდო და აიძულა ჩოგბურთიდან წასულიყვნენ. მერე მობრუნდნენ "კარგად მომზადებულები" სამედიცინო ისტორიებითა და ექიმების მიერ დანიშნული დოპინგით და ისევ გადაუარეს ყველას. ბოლო ერთი წელი რაც რუსებზე აგორდა დოპინგსკანდალი, იქ გამოჩნდა ამათი დიდების მიზეზიც და ამიტომაცაა რომ აბუქსავდა "ბულდოზერი" ბოლო ერთი წელია. გამკაცრდა კონტროლი და სერენასთვის ალბათ აჯობებს საერთოდ წავიდეს ჩოგბურთიდან თუ არადა ჯამში ევერტის და გრაფის რეკორდები კი არა საერთოდ არ ჩამოართვან ბევრი ტიტული და დარჩება სამარცხვინო მაგალითად, როგორც ნარკომანი მარადონა.
.........
13:30 05-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული