იან ტორპს ლონდონის არ სჯერა

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადისთვის დიდ სპორტში დაბრუნებული იან ტორპი, სავარაუდოდ, ვერ მოხვდება წლევანდელ ზაფხულის თამაშებზე.

ამის შესახებ 29 წლის სპორტსმენმა ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის წინ განაცხადა, რომელიც სულ მალე ადელაიდაში გაიმართება. ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი აღიარებს, რომ მას უფრო ადრე უნდა დაეწყო ოთხწლეულის მთავარი სტარტისთვის მზადება. შეგახსენებთ, რომ ტორპმა სპორტში დაბრუნების შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაცხადა.

"ყველაზე რეალური ვარიანტი ის არის, რომ მე ვერ შევძლებ კვალიფიკაციის გავლას. წარმატების მისაღწევად, მინიმუმ ექვსი თვით ადრე უნდა დავბრუნებულიყავი აუზში, - ამბობს ტორპი სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
- მაგრამ მოსალოდნელი წარუმატებლობა არ ნიშნავს სპორტიდან ავტომატურ წასვლას. ეს ჩემი ბოლო გაბრძოლებაა და მინდა ამ მომენტით სიამოვნება მივიღო. ვფიქრობ, ოლიმპიადის შემდეგ მინიმუმ ერთი ან ორი წელი დავრჩები სპორტში".

ტორპი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე 100 და 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში აპირებს გამოსვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული