ქართველმა მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ ლონდონის ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მოცურავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენებიც გამოდიან და წარმატებითაც - 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში 24-ე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა - 200 მეტრი 2,16,35 წუთში გაცურა და ლონდონის ლიცენზია დაისაკუთრა.

საინტერესოა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ასეთი შედეგი არცერთ ქართველ მოცურავეს არ ჰქონია. 27 მაისს ირაკლი ბოლქვაძე ძალებს მოსინჯავს 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში და ლიცენზიის დასაკუთრებას ამ დისციპლინაშიც შეეცდება.

დღეისათვის საქართველოს
ოლიმპიურ დელეგაციაში 29 ლიცენზიანტია. ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მქონე ქართველი სპორტსმენები (23 მაისის მონაცემები)

1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა).
3. მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
4. მალხაზ ზარქუა (თავისუფალი ჭიდაობა).
5. დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
6. დავით ხუციშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
7. დავით მოძმანაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
8. გია მაჭავარიანი (ძალოსნობა)
9. რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა)
10.ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა)
11.ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა).
12.მერაბ თურქაძე (კრივი)
13.ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
14.გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა).
15.ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
16.ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
17.ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
18.ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო)
19.ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
20.ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
21.ირაკლი ცირეკიძე ან ლომერ ჟორჟოლიანი (ძიუდო)
22.ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო)
23.ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა).
24. სოსო ჯაბიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
25. რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
26. ვლადიმერ გეგეშიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
27. გურამ ფერსელიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
28. მარიამ გოგოლაძე (მძლეოსნობა)
29. ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა)

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული