რებეკა ედლინგტონი აუზიდან ამოვიდა

AutoSharing Option
"კვლავინდებურად მიყვარს ცურვა, მაგრამ ტურნირებში მონაწილეობას აღარ მივიღებ. მივაღწიე ყველაფერს, რაც მსურდა. ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია, ცხოვრებისგან ყველაფერი გამოწუროს, მაგრამ მე ყოველთვის მინდოდა კარიერის დასრულება მწვერვალზე ყოფნის დროს", - ამბობს ედლინგტონი.

23 წლის სპორტსმენმა ორი ოქრო მოიგო 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე, 2012 წელს კი ორჯერ ბრინჯაო მოიპოვა. ეს ჯილდოები მან 400 და 800 მეტრ დისტანციებზე ცურვისას მიიღო.

ედლინგტონი სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყოფს ხელს, თან ქვეყანაში ცურვის პროპაგანდით იქნება დაკავებული.

“მინდა ბრიტანეთში ნებისმიერმა ბავშვმა გაცუროს 25 მეტრი იქამდე, სანამ საშუალო სკოლაში შევა სასწავლებლად”,
- განაცხადა მოცურავემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი: რაიან ლოხტეს ტრიუმფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული