"ახალგაზრდა აღარ ვარ და სიმართლე გითხრათ, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია მომავალ თამაშებზე მონაწილეობის მხრივ, - მოჰყავს სააგენტო "როიტერის" სიტყვები ტორპს. - უნდა ვთქვა, რომ რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო რთულია ვარჯიში. მაგრამ ისეთი მოცურავეების გამოცდილება, როგორიცაა, მაგალითად,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე გარკვეული ვარ ოლიმპიადაზე გამოსვლის მხრივ. მიუხედავად ამისა, უკვე შევუდექი ვარჯიშებს და ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოგვივა".
დავამატებთ, რომ რიოს ოლიმპიადის მომენტში ტორპს 33 წელი შეუსრულდება. მისი დებიუტი ზაფხულის თამაშებზე 2000 წელს, სიდნეიში შედგა, კარიერა კი ავსტრალიელმა 2006 წელს დაასრულა მოტივაციის დეფიციტის მიზეზით. მოგვიანებით, 2011 წელს, "ტორპედომ" (ტორპის მეტსახელი) დიდ სპორტში დაბრუნება სცადა, მაგრამ ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზური ვერ მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იან ტორპს ერთი შანსი დარჩა