მაიკლ ფელპსმა ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მოცურავის, 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონის, მაიკლ ფელპსის მწვრთნელმა ბობ ბოუმენმა დაადასტურა, რომ უდიადესი სპორტსმენი მისი ჯგუფის ვარჯიშებს ესწრება და ეს იმის მიუხედავად, რომ მაიკლმა ლონდონის თამაშების შემდეგ დაასრულა კარიერა, - იტყობინება სააგენტო AP.

ბოუმენის თქმით, მაიკლი რეგულარულად ესწრება ვარჯიშებს სპორტული ფორმის აღსადგენად. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ფელპსმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადებების მიუხედავად, შესაძლოა, განაახლოს კარიერა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს თამაშებისთვის.

თავად ფელპსი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ გოლფით არის გატაცებული, არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ
ცნობებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალი ფელპსი - ქალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული