ამერიკის საუკეთესო მოცურავედ მაიკლ ფელპსი დაასახელეს

AutoSharing Option
ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში მაიკლ ფელპსი ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მოცურავე გახდა.

წლის საუკეთესოების დაჯილდოების ცერემონია ნიუ იორკში შედგა. თავად ფელპსი პრიზის მისაღებად სცენაზე არ ასულა. მის ნაცვლად ცერემონიას მწვრთნელი კინან რობინსონი ესწრებოდა.

მაიკლ ფელპსი მეხუთედ დაასახელეს აშშ-ში წლის საუკეთესო მოცურავედ. ლეგენდამ დიდ სპორტში მეორედ დაბრუნების შემდეგ შესანიშნავად იასპარეზა ორ ტურნირზე - Santa Clara Grand Prix-სა და Pan Pacific Championships-ზე; აგრეთვე, რამდენიმე მედალი მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონატში.

აშშ-ის პირველობაზე მაიკლმა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება
მიიღო, მაგრამ ქვეყნის ცურვის ფედერაციამ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული