როგორც პრეზიდენტი ამბობს, დისკვალიფიკაციის შემდეგ 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონისთვის პირველი ოფიციალური ტურნირი იქნება მსოფლიოს თასის ეტაპი, რომელიც 15-16 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ შარტრში გაიმართება. ამასთან, ფელპსი გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც 2015 წელს ასევე აგვისტოში ჩატარდება. ამის შესახებ სპორტსმენი მოელაპარაკა ცურვის საერთაშორისო ფედერაციას, კერძოდ კი, ამ ორგანიზაციის ამერიკელ ვიცე-პრეზიდენტს, დეივ ნილბურგერს.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ფელპსი
* * *
კიდევ ერთი ლეგენდარული მოცურავე აპირებს დიდ სპორტში დაბრუნებას. ეს არის ცნობილი ავსტრალიელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გრანტ ჰეკეტი. ის 2015 წლის აპრილში ავსტრალიის ჩემპიონატში გამოსვლას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრების შემადგენლობა.
34 წლის ჰეკეტს 17-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. ცურვიდან ის 2008 წელს წავიდა. ამა წლის თებერვალში იტყობინებოდნენ, რომ ავსტრალიელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარმაკოლოგიურ დამოკიდებულებაზე მკურნალობდა.
"იან ტორპის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეს იდეა უფრო საშიში ჩანს, ვიდრე მომხიბვლელი, - ამბობს სააგენტო "როიტერთან" კომენტარში ჰეკეტი. - ამიტომაც წინასწარი შეფასებებისას ფრთხილი ვიქნები. 34 წელი ძალიან ბევრია ცურვისთვის, მით უმეტეს, ექვსი წელია აღარ ვმონაწილეობ ტურნირებზე. ეს დაბრუნება გამოწვევაა ჩემთვის. უბრალოდ, მაინტერესებს, ამ ასაკში რამდენად სწრაფი ვიქნები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"