მაიკლ ფელპსი აღარ დალევს

AutoSharing Option
სანამ ყაზანში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა ალკოჰოლური დამოკიდებულეის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ილაპარაკა. სწორედ ამ მიზეზით არ გამოდის 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი პლანეტის წლევანდელ პირველობაზე.

"სასამართლო დარბაზში შესვლამდე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დამთავრებამდე არ გავეკარები ალკოჰოლს. შესაძლოა, საერთოდ დავანებო თავი დალევას. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. 2008 და 2012 წლის ოლიმპიადების წინ, მსგავსი პირობა არ დამიდია.

საუკეთესო ფორმა უნდა აღვიდგინო. არის თუ არა ეს ჩემთვის მძიმე გამოცდა? არა. ადრე ვიძინებ და საღი გონებით ვიღვიძებ. ხანდახან ლუდი მომინდება,
მაგრამ მესმის: კარიერის დამთავრებამდე ერთი წელი დამრჩა".

შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ნახევარი წლით არის ჩამოშორებული დიდ სპორტს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

ცნობისთვის, გუშინ, რიო-დე-ჟანეიროში დროის უკუღმა ათვლა დაიწყეს: ბრაზილიაში ოლიმპიადის დაწყებამდე ზუსტად ერთი წელი რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უდიდესი სპორცმენი :)
jorj
10:09 07-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული