თითქოს ეს მას არაფერში სჭირდება - 18 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, არის ათწლეულის, ასწლეულისა თუ ათასწლეულის საუკეთესო სპორტსმენი, მაგრამ ცურვას აპირებს იქამდე, სანამ ამა თუ იმ ტურნირის ფავორიტად განიხილება...
როგორია 30 წლის ფელპსი? ამას ჟურნალ GQ-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს მეშვეობით გაიგებთ.
- თქვენ ამბობდით, რომ იმედი გქონდათ საკუთარი კარიერით სამუდამოდ შეცვლიდით სპორტულ ცურვას. მედლებით დახუნძლულ განვლილ გზას რომ უყურებთ, როგორ ფიქრობთ, გამოგივიდათ ჩანაფიქრი?
ცურვამ, როგორც სპორტის სახეობამ, ძლიერი ცვლილება განიცადა. დაახლოებით 20 წლის წინ, დიდ წილად, არავის არაფერი ანაღვლებდა. დღეს, მოცურავეებს საშუალება აქვთ ხელშეკრულებები გააფორმონ სპონსორებთან, გამოჩდნენ ჟურნალების პირველ გვერდებზე და აკეთონ საკუთარი საქმე ისე, რომ ფულზე არ იფიქრონ. არ უნდა დაგვავიწყდეს ტექნოლოგიური ინოვაციები, მაგალითად, საცურაო კოსტიუმები.
70-იან, 80-იან და 90-იან წლებში მიჩნეული იყო, რომ მოცურავეს რაც ნაკლები აცვია, მით უფრო სწრაფად ცურავს. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი პირიქითაა - რაც უფრო დიდია კოსტუმი, მით სწრაფია სპორტსმენი. სპორტის ნებისმიერი სახეობა გადის ინოვაციის რევოლუციურ ნაბიჯს. ახლა, ცურვისადმი ყურადღების წყალობით, მეცნიერები დაინტერესდნენ საცურაო კომბინეზონების მასალით და დაადგინეს - რომელი მატერია უფრო ერგება წყალს ადამიანის კანზე უკეთ.
ამის წყალობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ცურვამ უფრო დიდი პროგრესი განიცადა, ვიდრე წინა სამ ათწლეულში. კომპანია Speedo, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ, დიდ თანხებს დებს სამეცნიერო ანალიზში და თავისი კოსტუმებით ეხმარება სპორტსმენებს უფრო სწრაფად იცურონ. თავის მხრივ, ამან გამოიწვია ოლიმპიური წესების კორექცია და მთლიანად სპორტული ცურვის დონის ამაღლება.
- მიუხედავად ამისა, მოცურავეები მაინც იპარსავენ მთელს ტანს. ასეა?
- მართალია. თმა - სისწრაფის მეტრია.
- საწვრთნელი პროცესისას, ყურადღებას უთმობთ აუზში საერთო ვარჯიშებს თუ მთლიანად ხართ კონცენტრირებული ტექნიკის დამუშავებაზე?
- როცა წყალში ვარ, მხოლოდ ვცურავ - არანაირი წყლის ჯოგინგი ან აკვაფიტნესი.
- არც წლის ჯაზერსაიზით (აკვააერობიკა) ერთობით?
- გარანტიას გაძლევთ - ვერასოდეს ნახავთ მაიკლ ფელპსს, რომელიც წყალში ჯაზერსაიზს მისდევს.
- ამბობენ, რომ ოლიმპიური სოფელი - ეს ნამდვილი სოდომი და გომორაა. აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარე ჰოუპ სოლო ამტკიცებს, რომ ოლიმპიადის დროს, სპორტსმენთა მინიმუმ სამი მეოთხედი გარყვნილების მორევშია გადაშვებული. 100 ათასი პრეზერვატივის შესახებაც გაგონილი გექნებათ...
- პირადად მე მგავს ამბებში არ ვმონაწილეობ. ოლიმპიადის დროს ჩემი მთავარი ამოცანაა - გამოვიმუშავო ჯანმრთელი ძილი და დავალაგო ჩვეული კვება. ცურვის ტურნირი ყოველთვის ოლიმპიადის პირველ კვირას ტარდება, გარდა ამისა, დილის გაცურვებიც გვაქვს. არ ვიცი, როგორ არის სექსთან დაკავშირებით საქმე, მაგრამ ოლიმპიურ სოფელში ხმაური მართლაც დიდია.
ყველაფერი ისმის: ვინ ვისთან რას აკეთებს. საერთოდ, ეს რაღაც მინი-ქალაქია, სადაც, მაგალითად, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მიირთვა. არის ბილიარდისა და პინგ-პონგის მაგიდები, ორი საფეხბურთო მოედანი. მუდმივი მოძრაობაა - მოკლედ, ძალიან ხმაურიანი ადგილია.
საერთოდ არ მესმის, სხვა სპორტსმენები როგორ ძლებენ ყურსასმენების გარეშე. ჩემთვის პეკინსა და ლონდონში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - კვების საკითხის მოგვარება და ადგილის მონახვა, სადაც ჩვეულ რაციონს მივიღებდი - პასტა, პიცა, ბოსტნეული, ენერგეტიკა. ყოველ დღე ამ ადგილებში დავდიოდი. ალბათ, ჩემზე ამბობდნენ - აი, იდიოტი, მის წინაშე მსოფლიო სამზარეულოს მრავალფეროვნებაა, ეს კი პიცას ღეჭავს. მაგრამ მე - ჩვევის მონა ვარ.
ბოლოს და ბოლოს, თუ სწორედ ამ რაციონმა მიმიყვანა მედლებამდე, რატომ უნდა შევცვალო ის? მე მაქვს საყვარელი ოლიმპიურ ჰობი - ვიხეტიალო სოფელში და გამოვიცნო, ვინ რომელ სახეობაში გამოდის. მაგალითად, მივდივარ და ვხედავ - დგას სამი მაღალი გოგონა, თითოეული დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლის, მე ქვემოდან ზემოთ ვუყურებ მათ და ვიწყებ ფიქრს: წყალბურთელები? ფრენბურთელები? სინამდვილეში, ოლიმპიურ სოფელში ყველანი ასეთები არიან: ეს არის ქალაქი, სადაც მხოლოდ იდეალური გენების ადამიანები ცხოვრობენ.
- მაგრამ თქვენ აუზშიც არ იხსნით ყურსასმენებს.
- მუდმივად ამ ნივთთან ერთად ვარ და ყოველთვის მუსიკას ვუსმენ. აიპოდი ყოველთვის შაფლის რეჟიმზე მაქვს, მაგრამ ყოველი ტურნირისთვის ერთი სიმღერა მაქვს ამოჩემებული. ვირჩევ მას და გაუთავებლად ვუსმენ - ტონუსის ასამაღლებლად. ჩემსთვის ლონდონის ოლიმპიადის ჰიმნი იყო ლილა უეინის სიმღერა I’m Me! როცა ტურნირი მთავრდება, აღარასოდეს ვუსმენ ამ სიმღერებს.
- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- ბევრს ვმოგზაურობ, ვყვინთავ აკვალანგით. ბოლო მალდივებზე ვიყავი და იქ სასუნთქი მილით ვცურავდი. გამიმართლა - ვეშაპისებრთა ოჯახის ზვიგენი ვნახე, რომელთანაც ძალიან ახლოს მივცურე და ის წინააღმდეგი არ ყოფილა.
- ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, მონაწილეობა მიიღეთ კომპანია Louis Vuitton-ის სარეკლამო კამპანიაში. რა უფრო განერვიულებთ - Speedo-ს საცურაო კოსტიუმში მილიონობით ტელემაყურებლით წინაშე პოდიუმზე დგომა თუ ფოტოგრაფ ენი ლეიბოვიცისთვის პოზირება?
- ეს ყველაფერი სისულელეა შოუ Saturday Night Live-ის გადაღებასთან შედარებით. იქ ძალიან შევირცხვინე თავი: მუდმივად მეშლებოდა ტექსტი, არ ვიცოდი სად დავმდგარიყავი. მოკლედ, საშინელება იყო. ენისთვის პოზირება კი დიდი სიამოვნებაა, როგორც ნებისმიერ პროფესიონალთან მუშაობა. ის ისე სწრაფად იღებს ფოტოებს, რომ ნერვიულობასაც ვერ ასწრებ. ერთი ორი ჩაჩხაკუნება და მზად არის.
- დღეს შეგიძლიათ საკუთარ თავს რაიმე არასასარგებლოს მირთმევის საშუალება მისცეთ?
- სანამ კარიერას განვაახლებდი, ჩიზბურგერებსაც კი ვჭამდი. საერთოდ, ტკბილეულობა მიყვარს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ერთ-ერთი ოლიმპიადის შემდეგ 10 კილოგრამი მოვიმატე. ასეა თუ ისე, ჩემს მაცივარში ყოველთვის იპოვნით რაიმე ტკბილს და ნაყინს მწვანე ჩაის გემოთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"